ახალი სასწავლო წლიდან უნივერსიტეტის პროფესორები სკოლებში გაკვეთილებს ჩაატარებენ

© photo: Sputnik / Kirill Braga / გადასვლა მედიაბანკშიგაკვეთილი
გაკვეთილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ონლაინ-გაკვეთილები მოსწავლეებს სხვადასხვა სპეციალობის დეტალურად შესწავლასა და მომავალი პროფესიის არჩევაში დაეხმარება

თბილისი, 20 მარტი — Sputnik. სექტემბრიდან უნივერსიტეტის პროფესორები სკოლის მოსწავლეებისთვის ონლაინ — გაკვეთილებს ჩაატარებენ, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ონლაინ — გაკვეთილები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ახალი პროექტის, „ევრიკას" ფარგლებში ჩატარდება.

სკოლის გაკვეთილი - Sputnik საქართველო
რამდენ კლასშია დაგეგმილი გაკვეთილების დამატება

პროექტი „ევრიკა" მიზნად ისახავს სკოლებისა და უმაღლესი სასწავლებლების ერთმანეთთან დაახლოებას და სკოლის მოსწავლეების სწავლის შემდგომი ეტაპისთვის მომზადებას.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელის თქმით, აღნიშნული გაკვეთილები, რომლებიც კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩატარდება, სტანდარტული არ იქნება. ონლაინ-გაკვეთილებზე პროფესორები „ლაივსტრიმით" სკოლის მოსწავლეებს საკუთარ პროფესიებზე ესაუბრებიან და ამა თუ იმ დარგის საინტერესო, შემოქმედებით მხარეს გააცნობენ.

მინისტრის განცხადებით, ონლაინ-გაკვეთილები მოსწავლეებს სხვადასხვა სპეციალობის დეტალურად შესწავლაში დაეხმარება.

„ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ის ინტელექტუალური რესურსი, რაც უნივერსიტეტებში გვაქვს. უნივერსიტეტი დაახლოვდება სკოლასთან, ჩვენი წამყვანი სპეციალისტები, ვისაც შეუძლია ინფორმაციის საინტერესოდ გადაცემა ბავშვებისთვის, ჩაატარებენ ონლაინ-გაკვეთილებს „ლაივსტრიმით",- აღნიშნა ჩხენკელმა.

პროექტის მიხედვით, გაკვეთილების ონლაინ-რეჟიმში ჩატარება საშუალებას იძლევა, რომ საქართველოს ყველა სკოლაში გაკვეთილები ერთდროულად ჩატარდეს. დისტანციურ სწავლებაზე წვდომა საქართველოს ყველა საჯარო და კერძო სკოლას ექნება. ონლაინ-გაკვეთილებს სხვადასხვა დარგის ცნობილი მეცნიერები და პედაგოგები ჩაატარებენ.

გაკვეთილებს სკოლის პედაგოგებიც დაესწრებიან, რაც მათი პროფესიული განვითარებისთვისაც მნიშვნელოვანი იქნება.

ყველა ახალი ამბავი
0