საქართველოს მოქალაქეებმა საზღვარგარეთ მკურნალობაზე მილიონები დახარჯეს

© photo: Sputnik / Kirill Braga / გადასვლა მედიაბანკშიექიმები ოპერაციაზე
ექიმები ოპერაციაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყველაზე მეტი თანხა საქართველოს მოქალაქეებმა საზღვარგარეთ ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობისას დახარჯეს.

თბილისი, 19 მარტი — Sputnik. საქართველოს მოქალაქეებმა 2017 წლის იანვარ–ნოემბერში საზღვარგარეთ მკურნალობაზე სამ მილიონ ლარზე მეტი დახარჯეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

საქართველოს ღია მონაცემების ლაბორატორიამ (DataLab) შეისწავლა 2015-2017 წლების სტატისტიკა, რათა დაედგინა, ქვეყნის რამდენმა მოქალაქემ და რა სამედიცინო საჭიროებისთვის მიმართა საზღვარგარეთულ კლინიკებს მკურნალობისთვის.

თსუ - Sputnik საქართველო
რომელი ქვეყნების სტუდენტები ანიჭებენ უპირატესობას საქართველოში სწავლას

ლაბორატორიის მონაცემებით, გასულ წელს საზღვარგარეთ სამკურნალოდ დახარჯული სამი მილიონი ლარიდან 976,2 ათასი ლარი ონკოლოგიაზე დაიხარჯა, ონკოჰემატოლოგიაზე — 379,9 ათასი ლარი, ნევროლოგიაზე — 366,2 ათასი ლარი, ქირურგიაზე — 275,9 ათასი ლარი, რეაბილიტაციაზე — 131,6 ათასი ლარი, თირკმელებისა და ღვიძლის ტრანსპლანტაციაზე — 85,3 ათასი ლარი.

საზღვარგარეთ მკურნალობაზე 2016 წელს ქართველებმა დახარჯეს 6 245,3 ათასი ლარი, ხოლო 2015 წელს — 4 577,7 ათასი ლარი.

საქართველოს ღია მონაცემთა ლაბორატორია შეიქმნა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) პროექტის ფარგლებში საერთაშორისო ვიშეგრადის ფონდისა და ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით. DataLab აერთიანებს 161 სახელმწიფო დაწესებულების 255 მონაცემთა ბაზას.

უფრო ადრე საქართველოში სამედიცინო ტურიზმის პირველი კომპანიის Med Tour Georgia-ს დამფუძნებელმა პაატა რატიანმა „Sputnik–საქართველოსთან" საუბრისას აღნიშნა, რომ ქართველი პაციენტები მკურნალობის მიზნით ძირითადად თურქეთის კლინიკებს მიმართავენ. თუმცა, ექსპერტმა არ გამორიცხა, რომ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ უახლოეს მომავალში თურქეთის კლინიკებს ევროპული კლინიკები მნიშვნელოვან კონკურენციას გაუწევენ.

ყველა ახალი ამბავი
0