სომხური ქადის ფესტივალი ბათუმში

გამოწერა

ბათუმში სომხური ქადის ტრადიციული ფესტივალი გაიმართა. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეო, თუ როგორ ჩატარდა ღონისძიება

ბათუმში ფესტივალზე ქადის 50 სხვადასხვა სახეობა იყო წარმოდგენილი. ფესტივალის სტუმრებს, რომლებსაც წარმოდგენილი ნუგბარის გასინჯვა შეეძლოთ, სიურპრიზი ელოდათ — 15 ქადაში მცხობელებმა ვერცხლის ჯვრები მოათავსეს, რომლებიც იღბლიან სტუმრებს საჩუქრად ერგოთ. ფესტივალის შეჯამებისას სპეციალურ ჟიურის საუკეთესო ქადა უნდა დაესახელებინათ, თუმცა როგორც მისმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, არჩევანის გაკეთება ძალიან რთული იყო, ვინაიდან ქადების დიდი რაოდენობა ძალიან გემრიელი და მადის აღმძვრელი იყო.

ყველა ახალი ამბავი
0