თბილისში შესაძლოა ტაქსი გაძვირდეს
„ასეთი რეგულაციების დაწესება მიზანშეწონილად მაშინ მიგვაჩნია, როდესაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არის განვითარებული“, — აღნიშნა დავით მესხიშვილმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში.
თბილისში ტაქსის რეგისტრაციისა და ტაქსისტად მუშაობის ნებართვის მიღების შესახებ შესწორებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში პარლამენტში განსახილველად უკვე შევიდა. პროექტის თანახმად, თბილისელ ტაქსის მძღოლებს 200-ლარიანი ჯარიმის გადახდა მოუწევთ, თუ მგზავრებს უნებართვოდ ან ნებართვის წესების დარღვევით გადაიყვანენ. ნებართვის ასაღებად საჭირო იქნება პირადობის მოწმობისა და მართვის მოწმობის წარდგენა.