Tbilisi Art Fair-ი თბილისში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მხატვრებს უმასპინძლებს

© photo: Sputnik / Alexey Malgavko / გადასვლა მედიაბანკშისაღებავები
საღებავები - Sputnik საქართველო
გამოწერა
მხატვრებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ ბაიერებსა და გალერეების წარმომადგენლებს.

თბილისი, 19 მარტი — Sputnik. თბილისის თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების ბაზრობა Tbilisi Art Fair (TAF) საქართველოს დედაქალაქში პირველად გაიმართება 17-20 მაისს, იუწყებიან ღონისძიების ორგანიზატორები.

ნინა კობაიძე - Sputnik საქართველო
შემოქმედებითი სენით „შეპყრობილი“ მხატვარი და ეგვიპტურ თემაზე შესრულებული ნახატები

TAF-ის კარი ღიაა მთელი მსოფლიოს მხატვრებისა და გალერეებისთვის, თუმცა, ბაზრობა ძირითადად ორიენტირებული იქნება შავი ზღვის, კასპიისა და ბალტიის რეგიონების ქვეყნების თანამედროვე ხელოვნებაზე.

ბაზრობის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ საქართველოს, რუსეთის, ირანის, თურქეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელარუსის, პოლონეთის, რუმინეთის, ლიტვის, ესტონეთისა და სხვა ქვეყნების თანამედროვე მხატვრების ხელოვნებას.

„ჩვენ TAF-ი ჩავიფიქრეთ, როგორც მყუდრო მხატვრული გამოფენა. ჩვენი მიზანია, რომ ერთ მოედანზე გავაერთიანოთ გალერეები ბაიერებთან და მხატვრებთან ერთად, ასევე შევქმნათ თანამშრომლობის შესაძლებლობა და მექანიზმები მომავალი ტრანსსასაზღვრო პროექტებისთვის", — ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

ღონისძიება, რომელზეც მრავალი გამოფენა, კონფერენცია, პერფორმანსი და კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტია დაგეგმილი, საგამოფენო ცენტრ Expo Georgia-ს ერთდროულად რამდენიმე მოედანზე გაიმართება.

TAF-ში მონაწილეობისა და არტ-ბაზრობის შესახებ ინფორმაციის მიღება ღონისძიების ოფიციალურ ვებ-გვერდზეა შესაძლებელი.

ყველა ახალი ამბავი
0