რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები 2018: სტატისტიკა, აქტიურობა

© photo: Sputnik / Aram Nersesyanრუსეთის პრეზიდენტის არჩევნები 2018
რუსეთის პრეზიდენტის არჩევნები 2018 - Sputnik საქართველო
გამოწერა
შორეული აღმოსავლეთის და ციმბირის მსგავსად, რუსეთის ევროპული ნაწილი წელს ბევრად აქტიურია, ვიდრე 2012 წელს

თბილისი, 18 მარტი — Sputnik. ამომრჩეველთა აქტიურობამ საპრეზიდენტო არჩევნებზე რუსეთში 14:00 საათისათვის 34,72% შეადგინა, იუწყება РИА Новости რუსეთის ცესკოს უფროსის მოადგილის, ნიკოლაი ბულაევზე დაყრდნობით.

„რუსეთის პრეზიდენტის არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტიურობამ 14:00 საათისთვის 34,72% შეადგინა“, — განაცხადა მან.

რეგიონების უმრავლესობაში აქტიურობა გასული წლების საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით უფრო მაღალია.

რუსეთის პრეზიდენტის არჩევნები 2018 - Sputnik საქართველო
საპრეზიდენტო არჩევნები რუსეთში: სელებრითების არჩევანი

რუსეთის ევროპული ნაწილის რეგიონები შორეული აღმოსავლეთისა და ციმბირის მიერ აღებულ ტრენდს აგრძელებს: ამომრჩეველი უფრო აქტიურდება. აქ ლიდერი თათრეთია: 38,47% 12:00 საათისათვის, როდესაც 2012 წელს 35,45% იყო; ასევე კარგი მაჩვენებელი აქვს მორდოვეთს — 37,9% (35,06% 2012 წელს) და ბრიანსკის ოლქს — 33,51% (23,77% 2012 წელს).

18:00 საათისათვის სახალინმა, ხაბაროვსკის მხარემ და ებრაულმა ავტონომიურმა ოლქმა თითქმის 60%-იანი აქტიურობა აჩვენა, კოლიმაზე მან 67,7% შეადგინა. ურალის ფედერალურ ოლქში და მიმდებარე რეგიონებში 15:00 საათისათვის აქტიურობამ 50%-ს გადააჭარბა. ამომრჩეველთა 70%-ზე მეტმა ხმა მისცა კემეროვოს ოლქში, ბურიატიაში — 67%-მა. კამჩატკაზე არჩევნებზე ამომრჩეველთა თითქმის 64% გამოცხადდა, იგივე მაჩვენებელია იაკუტიაში, ჩუკოტკაზე — 76%-ზე მეტი. 

18 მარტს რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. სულ არჩევნების დღეს 97 ათასზე მეტი საარჩევნო უბანი ფუნქციონირებს, აქედან 400-ზე მეტი უცხოეთში მდებარეობს.

კენჭისყრის პროცედურას 109 ქვეყნიდან დაახლოებით 1500 საერთაშორისო დამკვირვებელი დააკვირდება.

რუსეთის პრეზიდენტის პოსტზე რვა კანდიდატი იყრის კენჭს.


ყველა ახალი ამბავი
0