საპრეზიდენტო არჩევნები რუსეთში: სელებრითების არჩევანი

© photo: Sputnik / Evgenia Novojenina / გადასვლა მედიაბანკშირუსეთის პრეზიდენტის არჩევნები 2018
რუსეთის პრეზიდენტის არჩევნები 2018 - Sputnik საქართველო
გამოწერა
18 მარტს რუსეთის მოსახლეობა ქვეყნის პრეზიდენტს ირჩევს

სულ არჩევნების დღეს რუსეთში 97 ათასზე მეტი საარჩევნო უბანი ფუნქციონირებს, აქედან 400-ზე მეტი უცხოეთში მდებარეობს.

ამომრჩეველთა აქტიურობამ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ზოგიერთ რეგიონში 2012 წლის მაჩვენებლებს გადააჭარბა.

ლიტვაში რუსეთის საელჩოს ტერიტორიაზე საარჩევნო უბანზე მისულმა კირკოროვმა ურნებთან მისასვლელი დროებით დაბლოკა, განუცხადა РИА Новости-ს კანდიდატ ქსენია სობჩაკის დამკვირვებელმა მიხაილ ვორონკოვმა.

„10 წუთის განმავლობაში კენჭისყრის პროცესი დაბლოკილი იყო. ერთი ურნა ფაქტობრივად დაბლოკა კირკოროვმა და ჟურნალისტებმა. ამომრჩევლები ურნასთან და კაბინებთან მისვლის საშუალებას ითხოვდნენ. ჩვენი მიმართვის შემდეგ პრესკონფერენციამ მეზობელ დარბაზში გადაინაცვლა“, — განაცხადა ვორონკოვმა.

რუსეთის პოპ-მომრერალმა ფილიპ კირკოროვმა ხმის მიცემის გარდა, საარჩევნო უბანზე ვილნიუსში იმღერა კიდეც, რამაც ამომრჩეველი ძალიან გაახარა.

რუსეთის ექსცენტრიულმა მოქალაქემ და ცნობილმა ფრანგმა მსახიობმა ჟერარ დეპარდიემ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე მონაწილეობა მიიღო. 

მან ხმა მისცა პარიზში, რუსეთის საელჩოში გახსნილ საარჩევნო უბანზე. საელჩოში ის ტყავის ქურთუქში გამოწყობილი და მზის სათვალით დამშევენებული მივიდა, მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთის დედაქალაქში მოღრუბლული და საკმაოდ ცივი ამინდია.

„ჟერარ დეპარდიემ საფრანგეთში რუსეთის საელჩოში გახსნილ საარჩევნო უბანზე თავისი არჩევანი გააკეთა. მოდით არჩევნებზე“, — ნათქვამია საელჩოს ჩანაწერში.


ყველა ახალი ამბავი
0