რუსეთში საარჩევნო უბნები დაიხურა - მიმდინარეობს ხმების დათვლის პროცესი

© photo: Sputnik / Vitaly Belousov / გადასვლა მედიაბანკშირუსეთის ცესკოს საინფორმაციო ცენტრი
რუსეთის ცესკოს საინფორმაციო ცენტრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეგზიტპოლების მონაცემებით, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმერ პუტინი ლიდერობს - მას ხმა მისცა ამომრჩეველთა 73,9%-მა

თბილისი, 18 მარტი — Sputnik. რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმის მიცემა შეწყდა, მიმდინარეობს ხმების დათვლის პროცესი, გამოცხადდა ეგზიტპოლების მონაცემები, იუწყება РИА Новости.

18 რუსეთში პრეზიდენტის არჩევნები გაიმართა. სახელმწიფოს მეთაურის პოსტზე კენჭს იყრიდა რვა კანდიდატი. საზოგადოებრივი აზრის შესწავლის რუსეთის ცენტრი ეგზიტპოლების მონაცემებს აქვეყნებს.

სულ რუსეთის ფედერაციის 81 სუბიექტში 161 000 ადამიანი გამოიკითხა. ცდომილებამ 3,5% შეადგინა.

სერგეი ბაბურინი — 1,0%

პაველ გრუდინინი — 11,2%

ვლადიმირ ჟირინოვსკი — 6,7%

ვლადიმირ პუტინი — 73,9%

ქსენია სობჩაკი — 2,5%

მაქსიმ სურაიკინი — 0,8%

ბორის ტიტოვი — 1,1%

გრიგორი იავლინსკი — 1,6%

გამოკითხვა საზოგადოებრივი აზრის ფონდმაც ჩაატარა. ხმები შემდეგნაირად განაწილდა: 

სერგეი ბაბურინი — 0,6%

პაველ გრუდინინი — 11,8%

ვლადიმირ ჟირინოვსკი — 5,9%

ვლადიმირ პუტინი — 77%

ქსენია სობჩაკი — 1,8%

მაქსიმ სურაიკინი — 0,6%

ბორის ტიტოვი — 0,7%

გრიგორი იავლინსკი — 0,9%

რუსეთის ცესკოს თავმჯდომარე ელა პანფილოვას განცხადებით, რუსეთის ტერიტორიაზე ყველა კომისიამ ხმების დათვლის პროცესი დაიწყო. 

რუსეთის პრეზიდენტის არჩევნები 2018 - Sputnik საქართველო
საპრეზიდენტო არჩევნები რუსეთში: სელებრითების არჩევანი

„შორეულ აღმოსავლეთში და კიდევ რამდენიმე რეგიონში ხმები სრულად არის დათვლილი და ოქმების მონაცემები საარჩევნო სისტემაშია შეყვანილი. ამ მომენტისთვის ეს უკვე 20%-ზე მეტია. მალე ამუშავდება მთვლელი, სადაც რეალური დროის რეჟიმში გამოჩნდება, რამდენი ოქმი შევა სისტემაში“, — განაცხადა ელა პანფილოვამ.


ყველა ახალი ამბავი
0