ნარკოდანაშაულზე საქართველოში ირანის, სომხეთის და აზერბაიჯანის მოქალაქეები დააკავეს

© Pixabay / 4711018ბრალდებულის დაკავება
ბრალდებულის დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ორი კვირის განმავლობაში პოლიციამ ამოიღო ისეთი ნარკოტიკები, როგორიცაა ჰეროინი, „სუბოქსინი“, „პრეგაბალინი“, „ბუპრენორფინი“,„ექსტაზი“, „მდმა“ და სხვ.

თბილისი, 17 მარტი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულისთვის 19 პირი დააკავეს, მათ შორის საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის და ირანის მოქალაქეები, ნათქვამია შსს-ს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ბოლო პერიოდში შსს ორ კვირაში ერთხელ საზოგადოების წინაშე შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშს აბარებს.

„პოლიციამ ბოლო ორი კვირის განმავლობაში თბილისში, შიდა ქართლში, მცხეთა-მთიანეთში, სამცხე-ჯავახეთში, სამეგრელოში, გურიაში, აჭარასა და ქვემო ქართლში 2 კილოგრამზე მეტი სხვადასხვა ტიპის ნარკოტიკული საშუალება ამოიღო. კერძოდ: განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინი, „სუბოქსინი“, „პრეგაბალინი“, „ბუპრენორფინი“, ე.წ. „ექსტაზი“, „მდმა“ და სხვა. ამავე პერიოდში, ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულია 19 პირი“, — ნათქვამია განცხადებაში.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
თბილისში პოლიციელი ნარკოტიკის გასაღების ფაქტზე დააკავეს

დაკავებულთა შორის საქართველოს 14 მოქალაქეა, ირანის სამი მოქალაქე, სომხეთის ერთი მოქალაქე და აზერბაიჯანის ერთი მოქალაქე.

ირანის მოქალაქეების ბინის ჩხრეკისას პოლიციამ ამოიღო დიდი რაოდენობით „ექსტაზი“ და კიდევ სხვადასხვა ნარკოტიკული ნივთიერების დაახლლოებით 2000 აბი.

სომხეთის მოქალაქეს აღმოაჩნდა 702 მინის პატარა ფლაკონში მოთავსებული ნარკოტიკული ნივთიერება ტეტრაჰიდროკანაბინოლის შემცველი სითხე და ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული — 171 250 ლარი. მეზობელი ქვეყნის მოქალაქეს 8-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

რა სახის სასჯელი ემუქრება დანარჩენ დაკავებულებს, შსს-ში არ დაუკონკრეტებიათ.


ყველა ახალი ამბავი
0