ძველი შუამთის მონასტერში არქეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობს

© photo: Sputnik / Vladimir Vyatkinახალი შუამთის მონასტერი
ახალი შუამთის მონასტერი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მონასტრის კვლევის პროცესს კომპანია RMG Gold-ი დააფინანსებს.

თბილისი, 17 მარტი — Sputnik. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს და ალავერდის ეპარქიის ინიციატივით ძველი შუამთის მონასტერში არქეოლოგიური სამუშაოები დაიწყო, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“ (Rustavi 2).

მონასტრის კვლევის პროცესს  კომპანია RMG დააფინანსებს. ამ ეტაპზე სამუშაოებისთვის კომპანიამ 25000 ლარი გამოყო. სამეცნიერო მისიას კი არქეოლოგ გიორგი ლაღიაშვილის ხელმძღვანელობით „ფონდი ძველი შუამთა“ განახორციელებს. 

სამუშაოებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკოლოზ ანთიძე გაეცნო.

პროკურატურა - Sputnik საქართველო
სასამართლომ საყდრისის ოქროს საბადოზე მუშაობის ნებართვა გასცა

ისტორიული ცნობებით და ჩატარებული სამუშაოების პირველივე ეტაპიდან გამოჩნდა, რომ აღნიშნულ ტერიტოიაზე ისტორიული სამონასტრო კომპლექსი არსებობდა.

„ნივთიერი მტკიცებულებებით შეივსება წერილობით ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობილი ინფორმაცია ძველი შუამთაის მონასტრის შესახებ. აქ აღმოჩენილი სამონასტრო კომპლექსის განლაგების ნახვით, ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით გაკეთდება ახალი სარესტვრაციო-სარეაბილიტაციო პროექტი, რაც ხელს შეუწყობს აქ მოწესე მამების ისტორიულ გარემოში ცხოვრებას ისე, რომ არ დაზიანდეს კულტურული მემკვიდრეობის გარეგნული მხარე“, — განაცხადა აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა, მეუფე დავითმა.

მონასტრის კვლევის პროცესს  კომპანია RMG Gold-ი დააფინანსებს. ამ ეტაპზე სამუშაოებისთვის კომპანიამ 25000 ლარი გამოყო. სამეცნიერო მისიას კი არქეოლოგ გიორგი ლაღიაშვილის ხელმძღვანელობით „ფონდი ძველი შუამთა“ განახორციელებს. 

„ეს არის დასაწყისი იმ პროგრამებისა, რომელიც ეხლა მიდის. შემდეგი ეტაპი იქნება ბოლნისის სიონი. ასევე იქნება ალავერდი, პიტარეთი, ნიკორწმინდა და კიდევ რამდენიმე ტაძარი, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი“, — განაცხადა კომპანია RMG Gold-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯონი შუბითიძემ.

კომპანია RMG Gold-ი საყდრისი–ყაჩაღიანის საბადოზე ოქროს მოპოვებით სამუშაოებს ახორციელებს.

არქეოლოგიური კვლევის პროცესი 2018 წლის ზაფხულამდე გაგრძელდება. 

ყველა ახალი ამბავი
0