საქართველო წარმატებით ვაჭრობს: ექსპორტი 25,5%-ით გაიზარდა

© Sputnik / Seyran Baroyanბათუმის პორტი
ბათუმის პორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოდან საქონლის ექსპორტის ზრდა, რასაც ხელს უწყობს როგორც შიდა, ისე საგარეო დადებითი ტენდენციები, 2016 წლის სექტემბრიდან ფიქსირდება.

თბილისი, 16 მარტი — Sputnik. 2018 წლის იანვარ–თებერვალში საქართველოდან ექსპორტი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 25,5%-ით გაიზარდა და 446,4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.

ბათუმის პორტი - Sputnik საქართველო
ექსპორტი 26 პროცენტით გაიზარდა – რას ყიდის საქართველო

წინასწარი მონაცემებით, საქართველოში იმპორტი ამ პერიოდში 13,3%-ით გაიზარდა და 1,2 მლრდ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა.

2018 წლის იანვარ–თებერვალში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 16,3%-ით გაიზარდა და 1,7 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.

საანგარიშო პერიოდში საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა დაახლოებით 791 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთელი საგარეო ბრუნვის 47%-ია.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მონაცემებით, საქართველოდან საქონლის ექსპორტის ზრდა 2016 წლის სექტემბრიდან ფიქსირდება — მას ხელს უწყობს როგორც შიდა, ისე საგარეო დადებითი ტენდენციები.

როგორც ეკონომიკის სამინისტროში აღნიშნავენ, ქართული პროდუქციის ექსპორტის დივერსიფიკაციაზე დადებითად აისახება მიმდინარე და წარმატებით დასრულებული მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებებზე, რასაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს.

ყველა ახალი ამბავი
0