თბილისი, 16 მარტი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანაშრომლებმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ კაზრეთში საკუთარი ნათესავის მკვლელობის ბრალდებით 1963 წელს დაბადებული მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შსს-ს ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებამ დაადგინა, რომ მამაკაცმა ავტომატიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა საკუთარ ნათესავს, რომელსაც 7 ათასი აშშ დოლარის ვალის დაბრუნებას ედავებოდა, და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
პოლიციამ დამნაშავე მომხდარიდან რამდენიმე საათის შემდეგ საკუთარ სახლში დააკავა.
მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით აღიძრა. დაკავებულს 4-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ელოდება.