სროლა ვერაზე - მოკლულია 61 წლის მამაკაცი

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია დანაშაულის ადგილზე
საპატრულო პოლიცია დანაშაულის ადგილზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მკვლელობის სავარაუდო მოტივად შურისძიება სახელდება.

თბილისი, 11 მარტი — Sputnik. თბილისში, ვერაზე, ტატიშვილის ქუჩაზე 61 წლის მამაკაცი მოკლეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“ (Rustavi2).

პოლიციის შენობა ქალაქ რუსთავში - Sputnik საქართველო
მკვლელობა რუსთავში - გარდაცვლილი ქალი საკუთარ ბინაში იპოვეს

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილს ჭრილობა თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული. 

მეზობლების განცხადებით, მკვლელობა სავარაუდოდ გამთენიისას მოხდა. მამაკაცი სახლში მარტო ცხოვრობდა. ცხედარი მისსავე სახლში იპოვეს.

გარდაცვლილი მამაკაცი წარსულში მრავალჯერ ნასამართლევია. ამ ეტაპზე მკვლელობის მოტივად შურისძიება სახელდება.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს, რაც 7-დან 15 წლამდე  ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


ყველა ახალი ამბავი
0