მკვლელობა რუსთავში - გარდაცვლილი ქალი საკუთარ ბინაში იპოვეს

© photo: Sputnikპოლიციის შენობა ქალაქ რუსთავში
პოლიციის შენობა ქალაქ რუსთავში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქალი, სავარაუდოდ, კისრის არეში მიყენებული ჭრილობისგან გარდაიცვალა

თბილისი, 7 მარტი — Sputnik. შუა ხნის ქალი რუსთავში, ფალიაშვილის ქუჩაზე მის საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия შსს-ს პრესსამსახურზე დაყრდნობით.

ქალის ცხედარი ოთხშაბათს, დღის პირველ ნახევარში ნახეს.

დაკავებული ხელბორკილებში - Sputnik საქართველო
თბილისში მომხდარი გახმაურებული მკვლელობის საქმე გახსნილია

წინასწარი ინფორმაციით, ქალი კისრის არეში მიყენებული ჭრილობისგან გარდაიცვალა. რომელი იარაღით არის მიყენებული ჭრილობა, ჯერჯერობით უცნობია.

მკვლელობის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. პოლიცია მეზობლებსა და ოჯახის წევრებს კითხავს.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა), რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 7-დან 15 წლამდე.


ყველა ახალი ამბავი
0