400 ათას ლარზე მეტი ღირებულების დოკუმენტების გაყალბებისთვის ხუთი პირი დააკავეს

© photo: Sputnik / Vitaliy Belousov / გადასვლა მედიაბანკშიხელბორკილი
ხელბორკილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაკავებულები სხვადასხვა ინდივიდუალური საწარმოსა და შპს-ის ხელმძღვანელები არიან

თბილისი, 16 მარტი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა თბილისში, აჭარისა და კახეთის რეგიონებში ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება–გასაღების ხუთი ფაქტი გამოავლინეს და ბრალდებულის სახით ხუთი პირი მისცეს პასუხისგებაში, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დაკავება - Sputnik საქართველო
თბილისსა და იმერეთში საბუთების გაყალბებისთვის ორი კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა — სხვადასხვა ინდივიდუალური საწარმოს და შპს-ის ხელმძღვანელმა პირებმა დაამზადეს და გაასაღეს ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, სასაქონლო ზედნადებები და მომსახურების გაწევის აქტები.

აღნიშნული დოკუმენტებით ფიქტიურად დაფიქსირდა სხვადასხვა დასახელების საქონლის მიწოდება, ასევე სამშენებლო და სატრანსპორტო მომსახურების გაწევა. მათი ჯამური თანხობრივი ღირებულება 400 ათასი ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით ("ყალბი საკრედიტო ან საანგარიშსწორებო ბარათის დამზადება, გასაღება ან გამოყენება, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი"), რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს ორიდან ოთხ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

ყველა ახალი ამბავი
0