თბილისსა და იმერეთში საბუთების გაყალბებისთვის ორი კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს

© photo: Sputnik / Kirill Kallinikov / გადასვლა მედიაბანკშიდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრალდებულებს ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება–გასაღების ფაქტზე თბილისსა და იმერეთში ორი კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Арестованный в наручниках - Sputnik საქართველო
სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარი დოკუმენტების გაყალბების ფაქტზე დააკავეს

გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ შემთხვევაში ბრალდებულმა დაამზადა და გაასაღა ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და სასაქონლო ზედნადები. ყალბი საბუთები გულისხმობდა ერთ-ერთი კომპანიისთვის თითქოსდა 105 000 ლარის ღირებულების საქონლის მიწოდებას.

მეორე შემთხვევაში ბრალდებულმა გამოწერა ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომელიც გულისხმობდა თითქოსდა 19 000 ლარის ღირებულების საქონლის რეალიზაციას.

გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით („ყალბი საკრედიტო ან საანგარიშსწორებო ბარათის დამზადება, გასაღება ან გამოყენება"). დანაშაული ითვალისწინებს ჯარიმას, ან ორ წლამდე ვადით გამასწორებელ სამუშაოს, ან ექვსი თვიდან ორ წლამდე ვადით შინაპატიმრობას, ან ორიდან ოთხ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

ყველა ახალი ამბავი
0