დიმა ბილანი საქართველოშია

© photo: Sputnik / Evgeniya Novozhenina / გადასვლა მედიაბანკშიდიმა ბილანი
დიმა ბილანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მომღერალმა ბათუმის საზღვაო სასწავლებელი დაათვალიერა, სადაც ოდესღაც მისი მამა სწავლობდა.

თბილისი, 16 მარტი — Sputnik. პოპულარული რუსი მომღერალი დიმა ბილანი საქართველოში იმყოფება და მან ორი ქალაქი — ბათუმი და თბილისი მოინახულა.

ნატალია ვავილოვა - Sputnik საქართველო
რუსი მსახიობი ნატალია ვავილოვა მეუღლესთან ერთად საცხოვრებლად საქართველოში გადმოდის

ქართულ მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბილანმა დახურულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ბათუმში ერთ-ერთი ფარმაცევტული კომპანიის მიერ იყო ორგანიზებული.

აჭარაში ბილანმა ბათუმის საზღვაო სასწავლებელი დაათვალიერა, რომელშიც ოდესღაც მომღერლის მამა სწავლობდა. როგორც ბილანმა Instagram-ში საკუთარ ხელმომწერებს მოუთხრო, ის სასწავლებლის ხელმძღვანელობას გაესაუბრა, დაათვალიერა ფოტოალბომები და საკუთარი შთაბეჭდილებები მამასაც გაუზიარა.

„მამას დავურეკე, მისი ახალგაზრდობისდროინდელი ხედები ვაჩვენე. ზოგჯერ ეს აუცილებელია", — წერს ბილანი.

ბათუმიდან თბილისისკენ ბილანმა მატარებლით იმგზავრა. თუ როგორია მისი დღის განრიგი თბილისში, ჯერჯერობით უცნობია.

ყველა ახალი ამბავი
0