თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. ცნობილი რუსი მსახიობი, ფილმის „მოსკოვს ცრემლების არ სჯერა" გმირი ნატალია ვავილოვა მეუღლესთან ერთად საცხოვრებლად საქართველოში გადადის, იუწყება პორტალი Дни.ру.
წყვილი ცხოვრობდა მოსკოვის ელიტურ რაიონში ორსართულიან სახლში, რომელიც თავად ვავილოვას პროექტით იყო აშენებული. თუმცა ეს სახლი გაყიდეს და საცხოვრებლად მოსკოვის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში გადავიდნენ.
ვავილოვა და რეჟისორი სამველ გასპაროვი, რომელიც თბილისელი სომეხია, ერთად 30 წელია ცხოვრობენ. ისინი 16 წლის წინ შეუღლდნენ. მომავალი მეუღლე მსახიობმა ლეგენდარული ფილმის „მოსკოვს ცრემლების არ სჯერა" პრემიერაზე 1979 წელს გაიცნო.
კინოეკრანზე მსახიობი 26 წლის განმავლობაში არ გამოჩენილა. ამასთან, ის არ ეკონტაქტებოდა პრესას, რამდენადაც იყო ბევრი ჭორი, დაწყებული იმით, რომ ის ავტოკატასტროფაში მოყვა და დასრულებული იმით, რომ ის ცოლად გერმანელს გაჰყვა.
საქართველოში ვავილოვამ და სამველ გასპაროვმა სტუმრობა დროებით გადაწყვიტეს.
„ნატაშა საკმაოდ კმაყოფილია თავისი ცხოვრებით, მშვენიერი დიასახლისია. თუმცა ის, სამველთან ერთად, ზოგჯერ ავადმყოფობს. სამველს ხელების პრობლემა აქვს, ამიტომ ის ნატაშასთან ერთად დროებით მშობლიურ თბილისში წასვლას აპირებს. იქ გაცილებით თბილა და ჰაერიც უფრო სუფთაა“, — განაცხადა ოჯახის ახლობელმა, ექს-დიპლომატმა ვილი ხშტოიანმა.
მისი სიტყვებით, წყვილი თბილისს იანვარში სტუმრობდა. მოგზაურობის შემდეგ მათ განაცხადეს, რომ იქ თავს გაცილებით უკეთ გრძნობენ.