საკუთარი ჭერი დევნილებს: ხელისუფლებამ კიდევ 40 დევნილი ოჯახი დააბინავა

© Photo by press-service of Ministry of Internally Displaced Persons from the Occupied Territories, Accommodation and Refugees of Georgiaთბილისში ახალაშენებულ კორპუსში 40 დევნილ ოჯახს ბინა გადაეცა, რქივის ფოტო
თბილისში ახალაშენებულ კორპუსში 40 დევნილ ოჯახს ბინა გადაეცა, რქივის ფოტო - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ინფორმაციით, 2013 წლიდან დღემდე საცხოვრებელი ფართის მესაკუთრე 17 ათასამდე დევნილი ოჯახი გახდა.

თბილისი, 16 მარტი — Sputnik. თბილისის ვაზიანის დასახლებაში, ახალ აშენებულ კორპუსში 40 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ბინები გადაეცა, ნათქვამია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იმისთვის, რომ დევნილებმა დაიკანონ ან მიიღონ ახალი ფართები, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უნდა მიმართონ.

ვაზიანში, სამინისტროს მიერ აშენებულ 5-სართულიან კორპუსში არსებული 40 ბინიდან 15 ერთოთახიანია, 15 – ოროთახიანი, 10 კი სამოთახიანი, ნათქვამია განცხადებაში.

სამინისტროს ინფორმაციით, საცხოვრებელი ფართები დევნილთა გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად განაწილდა.

ქუთაისის შესასვლელი - Sputnik საქართველო
ქუთაისში 429 დევნილ ოჯახს ბინები გადაეცათ

2013 წლიდან დღემდე საქართველოს მასშტაბით საცხოვრებელი ფართის მესაკუთრე 17 ათასამდე დევნილი ოჯახი გახდა.

დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიებიდან — აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან 267 ათასი იძულებით გადაადგილებული პირია.

საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ოთხი ვარიანტი მოქმედებს — სახელმწიფო დევნილებისთვის ბინებს ყიდულობს; მათთვის მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს აშენებს; თუ დევნილის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართი ადგილობრივ ან სახელმწიფო ბალანსზეა, მაშინ სახელმწიფო მათ აღნიშნულ ფართს უკანონებს; თუ დევნილები ცხოვრობენ შენობაში, რომელიც კერძო საკუთრებას წარმოადგენს, მაშინ სახელმწიფო მესაკუთრისგან ფართის გამოსყიდვას აწარმოებს და დევნილებს გადასცემს.

ყველა ახალი ამბავი
0