ავტოავარია სამტრედიასთან: დაღუპულია ოჯახის სამი წევრი

გამოწერა
დაღუპულთა შორის ორი ზრდასრული ადამიანია, ერთი კი ბავშვი.

თბილისი, 16 მარტი — Sputnik. სამტრედიასთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

უბედური შემთხვევა გუშინ, საღამოს მოხდა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა - Sputnik საქართველო
ავარია რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალზე : დაშავებულია ოთხი ადამიანი

როგორც „Sputnik–საქართველოს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა. სამი მგზავრი ადგილზე დაიღუპა, სამი კი დაშავდა და სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

გავრცელებული ინფორმაციით, სამივე დაღუპული ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მახინჯაურის დასახლებაში მცხოვრები ოჯახის წევრები არიან. დაღუპულთა შორის ორი ზრდასრული ადამიანია, ერთი კი ბავშვი.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს ("ტრანსპორტის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევა, რამაც ორი ან ორზე მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია"), რაც ექვსიდან ათ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0