თბილისი, 11 მარტი — Sputnik. ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალზე, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, BMW-ს მარკის ავტომობილი, რომელშიც სამი მამაკაცი იმყოფებოდა, თბილისიდან რუსთავის მიმართულებით მაღალი სიჩქარით მოძრაობდა, რა დროსაც შემხვედრ ზოლზე გადავიდა და Nissan-ის მარკის ავტომობილს შეეჯახა. ავტომობილს ახალგაზრდა ქალი მართავდა.
ოთხივე დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანით სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.
ავტოსაგზაო შემთხვევის გამო რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალზე მოძრაობა ამ დრომდე შეფერხებულია.