ვიდეოხიდი თბილისი–ერევანი: ბრძოლა „კანონიერ ქურდებთან“ – ახალი ეტაპი

© Sputnik / Alexander ImedashviliSputnik-ის მიკროფონი სააგენტოს სტუდიაში
Sputnik-ის მიკროფონი სააგენტოს სტუდიაში - Sputnik საქართველო
გამოწერა

ვიდეოხიდი თბილისი-ერევანი: „ბრძოლა „კანონიერ ქურდებთან“ — ახალი ეტაპი“ „Sputnik-საქართველოს“ მულტიმედიურ პრეს-ცენტრში პარასკევს, 16 მარტს გაიმართება 12:00 საათზე.

საქართველოს პარლამენტმა დაარეგისტრირა ხუთი კანონპროექტისგან შემდგარი პაკეტი, რომელიც „კანონიერი ქურდებისა“ და ქურდული სამყაროს წევრების მიმართ სასჯელის გამკაცრებას ითვალისწინებს. ინიციატივის ავტორი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროა.

ქურდული სამყაროს წევრობა და „კანონიერი ქურდის“ სტატუსის ტარება საქართველოში 2005 წლიდან სისხლის სამართლის დანაშაულად მიიჩნევა. თავდაპირველად ქურდული სამყაროს წევრობა სამიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთით (ჯარიმით ან ჯარიმის გარეშე), ხოლო „კანონიერი ქურდობა“ ხუთიდან ათ წლამდე (ჯარიმით ან ჯარიმის გარეშე) თავისუფლების აღკვეთით ისჯებოდა.

შსს-ს შენობა - Sputnik საქართველო
ქურდული სამყაროს წევრებისთვის სასჯელი მკაცრდება

2006 წლიდან კი კანონმდებლობა გამკაცრდა. ახლა ქურდული სამყაროს წევრობა ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთით (ჯარიმით ან ჯარიმის გარეშე), ხოლო „კანონიერი ქურდობა“ შვიდიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთით (ჯარიმით ან ჯარიმის გარეშე) ისჯება.

„კანონიერი ქურდი“ ─ ეს სპეციფიკური კრიმინალური სტრუქტურაა, რომელიც მხოლოდ ყოფილი საბჭოეთის ქვეყნებისთვისაა დამახასიათებელი. „კანონიერი ქურდები“ დანაშაულებრივი სამყაროს იერარქიაში უმაღლეს საფეხურს იკავებენ. სტატუსის მიღება ხდება „კურთხევის“ ცერემონიაზე, რამდენიმე მოქმედი „კანონიერი ქურდის“ რეკომენდაციით. როგორც წესი, ქურდული სამყაროს წევრები ხელმძღვანელობენ საკუთარი კოდექსით, რომლის დარღვევაც, შესაძლოა, სტატუსის ჩამორთმევის მიზეზიც გახდეს.

მიმდინარე წლის თებერვლის დასაწყისში საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ ქურდული მენტალიტეტის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი ტალღა იწყება. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებებზე, ახალ მუხლებსა და კანონმდებლობის გამკაცრების მიზეზებზე ისაუბრებენ ვიდეოხიდის მონაწილეები:

  • პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია;
  • სამართლის დოქტორი, იურისტი გიორგი ქოიავა.

მედიის წარმომადგენლებს ვიწვევთ ვიდეოხიდში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც „Sputnik–საქართველოს“ მულტიმედიურ პრეს-ცენტრში გაიმართება მისამართზე:

თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი #61, მე-5 სართული, ბლოკი С.

ცნობები ტელეფონზე: 555 90 89 77.

აკრედიტაცია:

E-mail: media@sputnik-georgia.com;

ტელ: +995555908977.

Sputnik-საქართველოს მულტიმედიური პრეს-ცენტრის ანონსების გამოსაწერად გამოგზავნეთ განაცხადი: media@sputnik-georgia.com

ყველა ახალი ამბავი
0