თბილისში დაკავებულ ნარკორეალიზატორს უვადო პატიმრობა ემუქრება

© AP Photo / Patrick Semanskyდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრალდებული ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდა.

თბილისი, 15 მარტი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში 43 წლის ნარკორეალიზატორი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს ერთი შეკვრა ნარკოტიკული ნივთიერება. ნივთმტკიცებებს დაურთეს აგრეთვე მის მიერ უკვე გაყიდული ორი შეკვრა ჰეროინი.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
თბილისში პოლიციელი ნარკოტიკის გასაღების ფაქტზე დააკავეს

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდა.

გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 260-ე მუხლის მეოთხე და მეექვსე ნაწილებით („განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას და გასაღება“), რაც ითვალისწინებს  8-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.

ყველა ახალი ამბავი
0