ვის ეკისრება პასუხისმგებლობა სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში შექმნილ გაუსაძლის პირობებზე

© FB / Ministry Of Labour,Health&Social Affairs Of Georgiaსურამის ფსიქიატრიული საავადმყოფო
სურამის ფსიქიატრიული საავადმყოფო - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში არსებული პრობლემები აღიარა.

თბილისი, 13 მარტი — Sputnik. ა. ქაჯაიას სახელობის სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოს, სადაც საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა სერიოზული დარღვევები აღმოაჩინეს, დროებით ახალი მმართველი უხელმძღვანელებს, ნათქვამია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ფეისბუქ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

© FB / Ministry Of Labour,Health&Social Affairs Of Georgiaმონიტორინგის სპეციალური სამსახური ქაჯაიას სახელობის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში
Специальная группа мониторинга в психиатрической больнице имени А. Каджая - Sputnik საქართველო
მონიტორინგის სპეციალური სამსახური ქაჯაიას სახელობის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში

სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა საავადმყოფოს დათვალიერებისას პრობლემები აღმოაჩინეს როგორც ინფრასტრუქტურული, ისე თერაპიული კუთხით. კერძოდ, საავადმყოფოს მთელი ინვენტარი ძველი და გამოუსადეგარია, დაცული არ არის სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები. ომბუდსმენმა ნინო ლომჯარიამ შექმნილ ვითარებას პაციენტების ღირსების შემლახავი უწოდა და ჯანდაცვის სამინისტროს დაუყოვნებლივ ზომების მიღებისკენ მოუწოდა.

ექიმები ოპერაციის დროს - Sputnik საქართველო
რამდენი ექიმი სჭირდება საქართველოს - კვლევის შედეგები

ჯანდაცვის უწყებამ სახალხო დამცველის შენიშვნაზე სწრაფი რეაგირება მოახდინა. ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს ბრძანებით შექმნილი სპეციალური მონიტორინგის ჯგუფი პირადად გაეცნო ფსიქიატრიულ საავადმყოფოში შექმნილ ვითარებას და დროებითი მართველის დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო. გარდა ამისა, სპეციალისტების ჯგუფი შესაბამის რეკომენდაციებს მოამზადებს.

„რა თქმა უნდა, ამ ჯგუფის შექმნა იმ არსებული ინფორმაციიდან გამომდინარე მოხდა, რომლის თანახმად, მოცემულ დაწესებულებაში გარკვეული ტიპის პრობლემები არსებობს. ეს სამუშაო ჯგუფი სწორედ ამ პრობლემების ადგილზე გასაცნობად, მონიტორინგის განხორციელებისა და სწრაფი რეაგირებისთვის შეიქმნა", — განაცხადა სამინისტროს ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის უფროსმა ლაშა კილაძემ.

© FB / Ministry Of Labour,Health&Social Affairs Of Georgiaმონიტორინგის სპეციალური სამსახური ქაჯაიას სახელობის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში
Специальная группа мониторинга в психиатрической больнице имени А. Каджая - Sputnik საქართველო
მონიტორინგის სპეციალური სამსახური ქაჯაიას სახელობის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში

სპეციალური ჯგუფი ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს და ჯანდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელობითაა დაკომპლექტებული.

სამინისტროს ინფორმაციით, სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში სარემონტო სამუშაოები 2017 წელს ჩატარდა.

საავადმყოფოში ამბულატორიული მკურნალობისთვის ყოველთვიური ბიუჯეტი 7 ათასი ლარით გაიზარდა და 12 ათასი ლარი შეადგინა. რაც შეეხება სტაციონარულ მომსახურებას, მისი ყოველთვიური ბიუჯეტი 10 ათასი ლარით გაიზარდა და თვეში 150 ათასი ლარი შეადგინა.

ყველა ახალი ამბავი
0