რამდენი ექიმი სჭირდება საქართველოს - კვლევის შედეგები

© photo: Sputnik / Kirill Braga / გადასვლა მედიაბანკშიექიმები ოპერაციის დროს
ექიმები ოპერაციის დროს - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყოველწლიურად საქართველოში 257 ექიმით მეტი ჩნდება, ვიდრე ეს ქვეყანას იმისათვის სჭირდება, რომ საშუალო ევროპულ დონეს მიაღწიოს

თბილისი, 11 მარტი — Sputnik. ექიმების დიდი რაოდენობისა და მედიკოსებთან დაბალი მიმართვიანობის ფონზე, ექიმების პროდუქტიულობა საქართველოში საკმაოდ დაბალია როგორც კლინიკებში, ისე ამბულატორიებში, ნათქვამია საერთაშორისო ფონდ Curatio-ს (CIF) მიერ ჩატარებულ კვლევაში „ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრი“, რომელიც ჯანდაცვის სექტორში ადამიანურ რესურსებს უკავშირდება.

ფონდის მონაცემების მიხედვით, საქართველოში ერთი ექიმი წელიწადში საშუალოდ 42 პაციენტს მკურალობს, უნგრეთში – 104-ს და გერმანიაში კი – 116-ს.

ექიმები ოპერაციაზე - Sputnik საქართველო
ჯანდაცვა როგორც პრიორიტეტი: ვის და როგორ დაეხმარება სახელმწიფო

საქართველოში ამბულატორიის ერთი ექიმი წელიწადში საშუალოდ 1062 პაციენტს იღებს, ანუ დღეში საშუალოდ – ოთხს. ლიტვაში კი ერთი ექიმი წელიწადში იღებს 5944-ს ანუ დღეში საშუალოდ – 24-ს.

კვლევაში გამოიკვეთა სამედიცინო კადრების რაოდენობრივი დისბალანსის პრობლემა. საქართველოში ევროპულ ქვეყნებთან შედარებით ორჯერ მეტია ექიმი (10 000 ექიმით მეტია) და თითქმის ორჯერ ნაკლები ექთანია (დაახლოებით 12 500-ით ნაკლებია).

ექიმების სამუშაო ძალა არათანაბრად არის განაწილებული, აღნიშნულია კვლევაში. თბილისში, სადაც მოსახლეობის 30% ცხოვრობს, პაციენტებს 15 000-მდე ექიმი ემსახურება, ქვეყნის დანარჩენ ნაწილს, ანუ მოსახლეობის 70%-ს, სულ 8 000 ექიმი.

თბილისში ორ ექიმზე ერთი ექთანი მოდის, მაშინ, როდესაც ევროპაში ორი ექთანი ერთ ექიმს ეხმარება, შესაბამისად მომსახურების ხარისხიც იქ უკეთესია.

2017 წლის მონაცემებით, საქართველოში 37 000-მდე სერტიფიცირებული ექიმი და 27 800 სტომატოლოგია. თუ ამ ციფრებს 2016 წლის მონაცემებს შევადარებთ, ის ასე გამოიყურებოდა: დასაქმებული ექიმების რაოდენობა დაახლოებით 24 000-ს შეადგენდა. ამასთან, კვლევაში აღნიშნულია, რომ ექიმების ზუსტი რაოდენობის დადგენა ძალზე რთულია, რადგან მედიკოსები ხშირად რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობენ.

ჟუჟანა ჯაკაბი და დავით სერგეენკო - Sputnik საქართველო
საქართველო ჯანმო-ს ლიდერებს შორის აღმოჩნდა

დიპლომირებული ექიმის პროგრამა 2016 წელს 684 ქართველმა სტუდენტმა დაამთავრა, ხოლო ექთნის ბაკალავრიატის პროგრამა — 23-მა სტუდენტმა. სახეზეა კვლავ კადრების დიდი დისბალანსი, ნათქვამია კვლევაში.

ფონდი კვლევას ყოველ ექვს თვეში ერთხელ ატარებს და ჯანდაცვის სფეროში მოვლენებს აფასებს. კვლევის ჩატარების მეთოდოლოგიას დარგის სპეციალისტთა გამოკითხვა წარმოადგენს. 

საერთაშორისო ფონდ „კურაციო“ არის არაკომერციული, არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის მიზანს აღნიშნულ სფეროში სისტემების გაძლიერების გზით ჯანდაცვის გაუმჯობესება წარმოადგენს.

2015 წლის მარტიდან ფონდი წარმოადგენს ჯანდაცვის გლობალური სისტემის (HSG) სამდივნოს, რომელიც პირველი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც ჯანდაცვის სისტემების გაძლიერებაზეა ორიენტირებული.


ყველა ახალი ამბავი
0