საქართველოში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციამ ისტორიულ რეკორდს მიაღწია

© photo: Sputnikმშენებლობა თბილისში
მშენებლობა თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ყველაზე მეტი ინვესტიცია განახორციელეს აზერბაიჯანულმა, თურქულმა და ბრიტანულმა კომპანიებმა.

თბილისი, 13 მარტი — Sputnik. 2017 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 1 861,9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 16,2%-ით მეტია 2016 წელთან შედარებით, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობიდან რეინვესტირებულია 38,2% – 712,1 მლნ აშშ დოლარი.

საქართველოში  განხორციელებული ინვესტიციებით ლიდერთა შორის არიან აზერბაიჯანი (482,1 მლნ აშშ დოლარი), თურქეთი (279 მლნ აშშ დოლარი) და დიდი ბრიტანეთი (250,4 მლნ აშშ დოლარი). ამ ქვეყნების წილი მთლიანი საინვესტიციო მოცულობის 54,3%-ს შეადგენს.

ინვესტირებისთვის ყველაზე პოპულარული დარგები გახდა ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა, საფინანსო სექტორი და მშენებლობა. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა ამ დარგებში 60,5%-ს შეადგენს.

ჩინეთის განვითარების ბანკის პრეზიდენტი ჩენ იუანი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი - Sputnik საქართველო
ჩინეთის განვითარების ბანკი საქართველოში ინვესტიციებს წაახალისებს

სამინისტრო კმაყოფილია

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ 2017 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია.

„ეს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინების ისტორიული მაქსიმუმია. აქამდე ყველაზე მაღალი შემოდინება 2014 წელს დაფიქსირდა და 1 818 მლნ აშშ დოლარი შეადგინა“, – ციტირებს ქუმსიშვილს სამინისტროს პრეს–სამსახური.

მისი სიტყვებით, ინვესტიციები ხელს უწყობს ახალი ტექნოლოგიების დანერგვას, პროდუქტიულობის დონის გაზრდას და დადებითად აისახება ექსპორტისა და დასაქმების ზრდაზე.

ყველა ახალი ამბავი
0