ზურაბ ბირკაიასეული ცეკვის ფსიქოლოგია და სამეჯლისო ცეკვები „მზის შვილებისთვის“

© Photo: Courtesy of Zuka Birkaiaზურაბ ბირკაია და მისი მასწავლებელი სოფია არჩვაძე
ზურაბ ბირკაია და მისი მასწავლებელი სოფია არჩვაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზურაბ ბირკაია - სამეჯლისო-სპორტული ცეკვების შემსრულებელია. საქართველოს ჩემპიონატზე ახალგაზრდებში მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა, ევროპის ჩემპიონატზე კი, სადაც მსოფლიო დონის მოცეკვავეები გამოდიან, მეშვიდე ადგილის მფლობელი გახდა.

ცეკვა მისი ცხოვრების წესია, რომელსაც არასოდეს ღალატობს და ყველა ოცნებას მას უკავშირებს.

© Photo: Courtesy of Zuka Birkaiaზურაბ ბირკაია
ზურაბ ბირკაია - Sputnik საქართველო
ზურაბ ბირკაია

– ზურაბ, ცეკვის სიყვარული ხშირ შემთხვევაში გენებით გადადის…

— დიახ, ბაბუა ცეკვავდა. მახსოვს, მეუბნებოდა, სოლისტი ვიყავი და “ამოტრიალებულ ცერებზე“ ვცეკვავდიო. სამწუხაროდ, მხოლოდ ერთადერთი ფოტო მაქვს, სადაც ის ქართულს ცეკვავს. სახელიც დიდი ზურაბ ბირკაიასი შემარქვეს. თუმცა ეს არ ყოფილა იმის ერთადერთი მიზეზი, რომ ცეკვა დამეწყო. საცეკვაო რიტმებს პატარაობიდანვე ვგრძნობდი, მუსიკას ვყვებოდი და რაღაც მოძრაობებს ჩემით ვიგონებდი. მეორე კლასში ვიყავი, როცა სკოლაში ქართული ცეკვის მასწავლებლები მოვიდნენ. ჩემთვის ცეკვაში ზრდის პროცესი და ოცნების ახდენის დრო იმ წამიდან დაიწყო… 

© Photo: Courtesy of Zuka Birkaiaზურაბ ბირკაია
ზურაბ ბირკაია - Sputnik საქართველო
ზურაბ ბირკაია

– რატომ შეაჩერეთ არჩევანი სამეჯლისო-სპორტულ ცეკვებზე?

— სამეჯლისო ცეკვები ძალიან მიზიდავდა და მომწონდა, რადგან ისინი რიტმული, ცეცხლოვანი და უცხოა. მათ თავისი ახსნა და ფსიქოლოგია აქვთ. ბიჭის გალანტურობა, გოგოსადმი პატივისცემა, ჯენტლმენობა, ვნება, სიყვარული, გრაციოზულობა მათში კარგად ჩანს. თანაც, ჩემი ნათლია ცეკვავდა და მის კონცერტებს ყოველთვის ვესწრებოდი. ცეკვა მან შემაყვარა. 13 წლის ვიყავი, როცა სკოლაში სამეჯლისო ცეკვების წრე გაიხსნა და ჩემმა კლასელმა შემომთავაზა, მასთან ერთად მეცეკვა. მაშინ პირველივე დღიდან მივხვდი, რომ ეს ჩემი ცხოვრება იყო…

© Photo: Courtesy of Zuka Birkaiaზურაბ ბირკაია ჯგუფელებთან ერთად
ზურაბ ბირკაია ჯგუფელებთან ერთად - Sputnik საქართველო
ზურაბ ბირკაია ჯგუფელებთან ერთად

– თქვენ სრული პროგრამა გაქვთ, რა ცეკვებს გულისხმობს პროგრამა?  

— ამ წლების განმავლობაში შევისწავლე სამეჯლისო-სპორტული ცეკვების სრული პროგრამა, რაც მოიცავს ათ ცეკვას, ესენია: ჩა-ჩა-ჩა, სამბა, რუმბა, ჯაივი, პასადობლი, ვალსი, ვენური ვალსი, ტანგო, ქვიქსტეპი, ფოქსტროტი. ამ ცეკვებიდან ხუთი ბოლო წელია, რაც დავიწყე, ესენია: ვალსი, ვენური ვალსი, ტანგო, ქვიქსტეპი და ფოქსტროტი. ეს ცეკვები გრაციოზული და სამეფოა. ისინი მახსენებს მეჩვიდმეტე-მეთვრამეტე საუკუნის ინგლისისა და საფრანგეთის სამეფო სადარბაზო მეჯლისებს, რაც ძალიან მომხიბვლელია, თუმცა საკმაოდ რთული შესასრულებელი. 

© Photo: Courtesy of Zuka Birkaiaზურაბ ბირკაია და მისი მეგობარი თამარ მაისურაძე
ზურაბ ბირკაია და მისი მეგობარი თამარ მაისურაძე - Sputnik საქართველო
ზურაბ ბირკაია და მისი მეგობარი თამარ მაისურაძე

– რომელია ცეკვა, რომლის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება გაქვთ?

— ჩემი საყვარელი ცეკვა პასადობლია, ეს ესპანური ცეცხლია, რაც ყველაზე მეტად ზის ჩემ ხასიათში. ვნებიანი, შეუპოვარი, ძლიერი, გალანტური და ენერგიული ცეკვაა, რაც ყველა იმ თვისებას აერთიანებს, რაც ხასიათში მაქვს. შემდეგ ტანგო მოდის, საოცარია, მაგრამ არაფერი ისე არ ჰგავს ცხოვრებას, როგორც ტანგო და მეც ამიტომ მიყვარს. ასევეა ვალსი, ფოქსტროტი, რუმბა… მოკლედ, ყველა ცეკვა მიყვარს, მაგრამ რაზეც ცალკე ვთქვი, ისინი განსაკუთრებით.

© Photo: Courtesy of Zuka Birkaiaზურაბ ბირკაიას მეწყვილე ნათია ცარციძე "სეუ არტ პროჯექტიდან"
ზურაბ ბირკაიას მეწყვილე ნათია ცარციძე სეუ არტ პროჯექტიდან  - Sputnik საქართველო
ზურაბ ბირკაიას მეწყვილე ნათია ცარციძე "სეუ არტ პროჯექტიდან"

– თქვენი ოცნებაა დაუნის სინდრომიან და აუტისტ ბავშვებს ცეკვა ასწავლოთ…

— მინდა რაც შეიძლება მეტი ვისწავლო ცეკვის სამყაროში, ბევრი სტილი ავითვისო, ბევრი მასტერ-კლასი გავიარო და როგორც მოცეკვავე და მასწავლებელი განვვითარდე. ასევე ჩემი სამომავლო მიზანია, უფრო ზუსტად, პატარა ოცნებასავითაა, რომ ვიმუშაო დაუნის სინდრომით დაავადებულ და აუტისტ ბავშვებთან, რომლის მაგალითიც სკოლა „ათასწლეულში“ უკვე მაქვს. ჩემი ერთი მოსწავლე აუტისტია, მასთან ურთიერთობის დაწყება ჯერ კიდევ მაშინ მომინდა, როდესაც  პარკში სეირნობის დროს სრულიად უცხო ბავშვი ჩემკენ გამოიქცა და ჩამეხუტა. ვერ აგიწერთ რა ემოცია დამეუფლა, რამხელა სითბო და სიყვარული ვიგრძენი. მას დაუნის სინდრომი ჰქონდა… არ მიყვარს სიტყვა „დაავადებულის” გამოყენება, ის ცუდთან ასოცირდება, ამ ბავშვებს კი ცუდთან ვერ ვაკავშირებ. პირიქით, მათთან ურთიერთობის დროს უფრო მეტი დადებითი მოდის. ის მოსწავლეც უსაყვარლესი, უთბილესი და დიდი პოზიტივის მატარებელი ადამიანია. რა თქმა უნდა, ამავე დროს რთულია მასთან მუშაობა, ამაში სპეციალისტი მეხმარება. თავი რომ უფრო კომფორტულად იგრძნონ, ამისთვის მინდა, რომ თითოეული „დაავადება” მისი გამოვლინებებით, გვერდითი მოვლენებით და მიდგომის ყველა ხერხით კარგად შევისწავლო. ჩემთვის ცეკვა შინაგანი სამყაროს გამოხატულების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა და სურვილი მაქვს, ამ გზით ჩავწვდე მათ სამყაროს, რომელიც ძალიან განსხვავებულია და უამრავ ფერს შეიცავს…

ყველა ახალი ამბავი
0