ქართული დელეგაცია გაეროს ქალთა სტატუსის განმსაზღვრელი კომისიის სესიაზე მიემგზავრება

© photo: Sputnik / Stringerთამარ ჩუგოშვილი
თამარ ჩუგოშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დელეგაციის ხელმძღვანელი თამარ ჩუგოშვილი სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს და ისაუბრებს იმ ცვლილებებზე, რომელიც საქართველოში ადგილობრივ დონეზე ქალების გასაძლიერებლად ხორციელდება

თბილისი, 11 მარტი — Sputnik. საქართველოს დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით, ამერიკის შეერთებულ შტატებში, გაეროს ქალთა სტატუსის განმსაზღვრელი კომისიის 62-ე სესიაზე დღეს მიემგზავრება, იუწყება საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი.

სესიის ფარგლებში, 12 მარტს UNDP საქართველო და გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა მასპინძლობენ პარალელურ ღონისძიებას „სოფლად მცხოვრები ქალებისა და გოგონების გაძლიერება მათთვის გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობების გაზრდის გზით“.

ფემინისტების მარში - Sputnik საქართველო
თბილისი უმასპინძლებს ფემინისტურ ფესტივალს From Rosa to Simone

თამარ ჩუგოშვილი სიტყვით მიმართავს სესიის მონაწილეებს გენერალური დისკუსიის ფარგლებში და მისი გამოსვლა შეეხება იმ ცვლილებებს, რომელიც ხორციელდება საქართველოში ადგილობრივ დონეზე ქალების გასაძლიერებლად, ასევე იმ გამოწვევებს, რომელიც ხელს უშლის ქალებს საკუთარი პოტენციალის რეალიზებაში.

თამარ ჩუგოშვილის გარდა, საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში ასევე არიან პარლამენტის წევრები ელენე ხოშტარია და დიმიტრი ცქიტიშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს ხელმძღვანელი ნატალია ჯალიაშვილი, სახალხო დამცველის მოადგილე ეკატერინე სხილაძე და კატო მიქელაძის პრემიის 2017 წლის ლაურეატი, ქალთა უფლებათა აქტივისტი გურიიდან, ქეთევან ხიდაშელი.

დელეგაციის წევრები სესიის ფარგლებში მაღალი დონის ინტერაქტიულ დიალოგებში მიიღებენ მონაწილეობას და სიტყვით მიმართავენ სესიის მონაწილე დელეგაციებს.

გაეროს ქალთა სტატუსის განმსაზღვრელი კომისია, რომელიც 1946 წელს შეიქმნა, გლობალური მთავრობათაშორისი ორგანოა და ხელს უწყობს გენდერულ თანასწორობას და ქალების გაძლიერებას.

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ერთ-ერთი უმსხვილესი სააგენტოა. გაეროს განვითარების პროგრამის უმთავრესი მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას ეროვნულ და საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის პირობებში. გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლობა საქართველოში 1993 წელს გაიხსნა.


ყველა ახალი ამბავი
0