თბილისი უმასპინძლებს ფემინისტურ ფესტივალს From Rosa to Simone

© Sputnik / Alexander Imedashviliფემინისტების მარში
ფემინისტების მარში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფესტივალის სტუმრებს ქალების შესახებ საინტერესო ფილმების ჩვენებებზე დასწრება და სხვადასხვა დისკუსიებში მონაწილეობა შეუძლიათ.

თბილისი, 9 მარტი — Sputnik. ფემინისტური ფილმების ფესტივალი „როზადან სიმონამდე" (From Rosa to Simone) თბილისში 9 მარტს გაიხსნება და ქალთა საერთაშორისო დღეს მიეძღვნება.

ღონისძიების ორგანიზატორია ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (Women's Initiatives Supporting Group, WISG) სექსუალური განათლების შვედური ასოციაციის (RFSU) მხარდაჭერით.

კინოთეატრის აფიშები - Sputnik საქართველო
„ევა“, „დროის ნაპრალი“ და კინო თბილისში: რა ვნახოთ 8-11 მარტს

„ქართული და უცხოური ფილმებით შედგენილი სამდღიანი პროგრამა ქალთა საკითხებს შეეხება სხვადასხვა კუთხით, ხოლო მოწვეული მომხსენებლები ფილმებში წამოჭრილ თემებს განავრცობენ და ისაუბრებენ მეამბოხე ქალებზე, დედობასთან დაკავშირებულ სტერეოტიპებზე, ხელოვნებაში ქალების რეპრეზენტაბელობაზე", — ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

ფესტივალზე დასწრება უფასოა. ჩვენებები გაიმართება თბილისის კინოს სახლში (ძმები კაკაბაძეების ქუჩა, 2).

ფესტივალის პროგრამა

9 მარტი

18:00 — ფილმი „დიდი მწვანე ველი" — რეჟ. მერაბ კოკოჩაშვილი, 1967 წელი

დისკუსია: „ურჩი ქალები" — თეო ხატიაშვილი (კინომცოდნე)

10 მარტი

16:00 — „ლამაზია, როცა ბრაზობს" (She's Beautiful When She's Angry) — რეჟ. მერი დორი, 2014 წელი

18:00 – „ბუბა" — რეჟ. ნუცა ღოღობერიძე, 1930 წელი

დიკუსია: „დედობის მითები" — თამთა თათარაშვილი (პროექტ „ფემინისტი დედის დღიურების" ავტორი).

11 მარტი

18:00 – ჩვენება: „ქალები. ხელოვნება. რევოლუცია" (!Women Art Revolution! A (Formerly) Secret History) — რეჟ. ლინ ჰერშმან-ლისონი, 2010 წელი

დისკუსია: „შიშველი ნიმფები და მეამბოხეები" — ხათუნა ხაბულიანი (არტ-კრიტიკოსი).

ყველა ახალი ამბავი
0