თბილისი, 11 მარტი — Sputnik. წყალტუბო-ქუთაისის საავტომობილო გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, იტყობინება ქართული მედია.
გავრცელებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს სულ მცირე ორი მანქანა დაზიანდა. ავარია ერთ-ერთი ავტომანქანის მოცურებამ და სავალი გზიდან გადავარდნამ გამოიწვია.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სამაშველო ეკიპაჟები, დაშავებულები სასწრაფო დახმარების სამსახურმა ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ეროვნულ ცენტრში გადაიყვანეს.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება უკვე დაწყებულია.