სექტემბრიდან ხობის რამდენიმე სოფელი 24-საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს

CC BY 2.0 / Vakur Gogokhia / riv. Jumi, village Urta სამეგრელო, ზუგდიდის რაიონი, მდინარე ჯუმი
სამეგრელო, ზუგდიდის რაიონი, მდინარე ჯუმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიმდინარე სამუშაოების ღირებულება 1 მილიონ ლარს შეადგენს.

თბილისი, 10 მარტი — Sputnik. სექტემბრიდან ყულევის, შუა ხორგისა და ქარიატას მოსახლეობა 24-საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი, ნათქვამია სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის Facebook-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ხობის მუნიციპალიტეტის აღნიშნულ სოფლებს წყლის პრობლემა ათეული წლებია, რაც აწუხებთ. დღემდე მოსახლეობას სასმელ წყალს ადგილობრივი მუნიციპალიტეტი სპეციალური წყალმზიდებით აწვდის.

მიმდინარე სამუშაოები დღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე დავით კოდუასთან, ხობის მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი (დაჩი) ბერაიასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

პროექტი, რომელიც  რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება, ითვალისწინებს 34 კმ სიგრძის წყლის მაგისტრალის მოწყობას.  

სამუშაოები ორ ეტაპად განხორციელდება, რომლელთა ღირებულებაც 1 მილიონ ლარს შეადეგნს.

ყველა ახალი ამბავი
0