ქართველმა მეთევზემ ზღვაში უძველესი ამფორა იპოვა

© photo: Sputnik / Stringerფოთის პორტი
ფოთის პორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმმა მეთევზისგან საჩუქრად უძველესი არტეფაქტი მიიღო

თბილისი, 10 მარტი — Sputnik. მეთევზე რევაზ ბერაიამ ზღვის ფსკერზე აღმოაჩინა უძველესი ამფორის ფრაგმენტები და ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმს ის საჩუქრად გადასცა, ნათქვამია მუზეუმის Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ფოთის მუზეუმმა მეთევზეს მადლობა გადაუხადა და სხვებს მოუწოდა მის მაგალითს მიბაძონ.

„როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, შავი ზღვის აკვატორიის გრიგოლეთის მონაკვეთზე, გახშირდა არტეფაქტების პოვნის შემთხვევები. თევზსაჭერი გემების კაპიტნებს მოგმართავთ თხოვნით, რაიმე ანალოგიური ნივთის პოვნის შემთხვევაში მოგვმართოთ ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმს“, — ნათქვამია განცხადებაში.

ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმი 1933 წელს დაფუძნდა და დღეისათვის იქ 7700-მდე ექსპონატი ინახება. ექსპონატებს შორისაა ფერადი ლითონების ნაკეთობათა კოლექცია — ანტიკური ხანიდან შუა საუკუნეებამდე, ასევე ჩვენს წელთაღრიცხვამდე მესამე ათასწლეულის ექსპონატები.


ყველა ახალი ამბავი
0