მიწის თაღლითების საქმე გახსნილია

© courtesy of Investigation service მიწის ნაკვეთი ქვემო ლისში
მიწის ნაკვეთი ქვემო ლისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქვემო ლისში მიწის ნაკვეთების მისაკუთრებაში ბრალდებულებს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება

თბილისი, 10 მარტი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, თბილისის გარეუბანში, სოფელ ქვემო ლისში სამი მიწის ნაკვეთის  მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, ხუთი პირი  პასუხისგებაში მისცა, ნათქვამია უწყების ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებმა გააყალბეს მიღება — ჩაბარების აქტები, რომლებიც 4,5 ათასი კვადრატული მეტრის ფართობის მიწის ნაკვეთების ვითომდა კანონიერ მფლობელობაში გადაცემას ადასტურებდა.

ამ მიწის საერთო საბაზრო ღირებულება 334 ათას ლარს აღემატება.

სისხლის სამართლის საქმე აღიძრა სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე და მესამე (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობა) და 362-ე მუხლის პირველი ნაწილებით (ყალბი პირადობის მოწმობის ან სხვა ოფიციალური დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, გასაღება ან გამოყენება), რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.


ყველა ახალი ამბავი
0