თბილისი, 10 მარტი — Sputnik. ბათუმში, ბულვარში მშენებარე კორპუსიდან 13 წლის ბიჭი გადავარდა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“ (Imedi).
ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში აცხადებენ, რომ დაშავებული მოზარდი ბათუმის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.
ექიმების ინფორმაციით, მოზარდის მდგომარეობა მძიმეა და ის რეანიმაციის განყოფილებაშია.
სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.