შინდისში ავტოავარიამ ქალი იმსხვერპლა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
გვიან ღამით ავტომობილი ფეხით მოსიარულეს შეეჯახა

თბილისი, 10 მარტი — Sputnik. თბილისში, მთაწმინდის რაიონშის სოფელ შინდისში ავტომობილის შეჯახების შედეგად ქალი გარდაიცვალა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

მსუბუქი ავტომობილი ფეხით მოსიარულე ქალს შეეჯახა, რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა. ამის შემდეგ ავტომობილი გაზის მილს შეეჯახა.

შემთხვევა გვიან ღამე მოხდა.

სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით აღიძრა, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ყველა ახალი ამბავი
0