თბილისში თანამედროვე კამერული მუსიკის ფესტივალი დაიწყო

© photo: Sputnik / Stringerთბილისის კონსერვატორია
თბილისის კონსერვატორია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფესტივალის ფარგლებში ყველა კონცერტზე დასწრება თავისუფალია.

თბილისი, 9 მარტი — Sputnik. თანამედროვე კამერული მუსიკის ფესტივალი „ხელოვნება განათლებისთვის“ პარასკევს, 9 მარტს თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში გაიხსნა.

როგორც კონსერვატორიაში აცხადებენ, „ხელოვნება განათლებისთვის“ – ინტენსიური ერთკვირიანი ფესტივალი და კლასიკური მუსიკის აკადემიაა.

„თბილისის კონსერვატორიაში ფესტივალის ფარგლებში 9, 10 და 11 მარტს, 13:00–დან 17:00 საათამდე მასტერ–კლასები გაიმართება კამერული მუსიკის ანსამბლებისა და სასულე ინსტრუმენტებისთვის, ასევე ვიოლინოს, ვიოლონჩელოს, ალტის, ფორტეპიანოსა და ჰობოისთვის“, – ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში. 

ფემინისტების მარში - Sputnik საქართველო
თბილისი უმასპინძლებს ფემინისტურ ფესტივალს From Rosa to Simone

13, 14 და 15 მარტს საფესტივალო კონცერტები გაიმართება სხვადასხვა ლოკაციებზე.

პირველ კონცერტზე 13 მარტს, 20:00 საათზე პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში (გუდიაშვილის ქუჩა, 7) ფესტივალის სტუმრებს ელოდებათ საღამო, რომელზეც გერმანელი კომპოზიტორების რობერტ  და კლარა შუმანის რომანტიკული ნაწარმოებები გაჟღერდება.

მეორე საღამოზე, რომელიც 14 მარტს 19:00 საათზე გაიმართება (ოქროყანის 17), მსმენელი გია ყანჩელის, სულხან ცინცაძის, არვო პერტის, ოლივიე მისიანის ნაწარმოებებს მოისმენს.

მესამე კონცერტი (15 მარტი, 20:30 საათი) არტ–კაფე Fabrika–ში (ე. ნინოშვილის 8) გაიმართება, სადაც მსმენელი ბელა ბარტოკის, მორის რაველის, ბენჯამინ ბრიტენისა და სერგეი პროკოფიევის ნაწარმოებებს მოუსმენს.

ფესტივალის გალა–კონცერტი 16 მარტს, 18:00 საათზეა დაგეგმილი, რომელიც თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზში გაიმართება.

ფესტივალში ახალგაზრდა ქართველ შემსრულებლებთან ერთად სხვა ქვეყნის მუსიკოსებიც მიიღებენ მონაწილეობას, მათ შორის, პიანისტი მატეო გობინი (იტალია), ჰობოისტი იოჰანეს ველია (გერმანია), ალტისტი ლილია ტიმშილინი (გერმანია), მევიოლინე სუან ო (გერმანია) და სხვები. 

ყველა კონცერტსა და მასტერ–კლასზე დასწრება თავისუფალია.

ყველა ახალი ამბავი
0