ქართულ ენას ინოვაციური მეთოდით შეასწავლიან

© Sputnik / Alexander Imedashviliვახტანგ გორგასალის ძეგლი
ვახტანგ გორგასალის ძეგლი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოსახლეობის ის ნაწილი, რომელმაც სახელმწიფო ენა არ იცის, ქართული ენის შესწავლას ინოვაციური მეთოდით შეძლებს

თბილისი, 9 მარტი — Sputnik. ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები, საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მოსწავლეები და ასევე განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე პირები სახელმწიფო ენას ახალი მეთოდით შეისწავლიან.

სპეციალური ვიზუალური ეფექტებისა და აპლიკაციების დახმარებით მოსწავლეებს სწავლების აბსოლუტურად ახალ, ინოვაციურ მეთოდს შესთავაზებენ. პროექტის ავტორები დარწმუნებული არიან, რომ ეს მეთოდი ხელს შეუწყობს ეროვნული უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციასა და დასაქმებას.

ბათუმი - Sputnik საქართველო
ბათუმში ეროვნული უმცირესობების სკვერი გაშენდება

პროექტის მთავარი მიზანია, რომ მოსახლეობის მხოლოდ ქართულენოვანმა ნაწილმა არ შეძლოს სახელმწიფო ენის შესწავლა. საპილოტე პროექტი ქვემო ქართლში დაიწყება, სადაც კომპაქტურად დასახლებული ეროვნული უმცირესობები ცხოვრობენ. ახლო მომავალში პროექტი მთელ საქართველოს მოიცავს: ყველა რეგიონში გაიხსნება თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზით აღჭურვილი ინოვაციური სწავლების ცენტრები, სადაც მაღალკვალიფიციური კადრები იმუშავებენ. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია დისტანციური სწავლებაც.

სწავლების ახალი მეთოდოლოგიის ავტორია ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი და კონსტრუირებისა და ვირტუალური მოდელირების ცენტრის ხელმძღვანელი დავით სონღულაშვილი.

პროექტის ორგანიზატორები არიან „რეგიონების კულტურულ-საგანმანათლებლო და ბიზნეს-განვითარების ასოციაციის" პრეზიდენტი ბესიკ ქარცივაძე, „აქტიური აზერბაიჯანელი ქალების ასოციაციის“ ხელმძღვანელი გული მუსტაფაევა და ჯგუფ „უნიკას" დამფუძნებელი მარინა კორძაძე.

ყველა ახალი ამბავი
0