Pew Research Center: მიგრანტების რაოდენობა საქართველოდან 840 ათასს აღწევს

© FB / Ministry of Finance of Georgiaსაკონტროლო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი"
საკონტროლო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყველაზე მეტი მოქალაქე საქართველოდან ემიგრირებულია რუსეთში, საბერძნეთსა და უკრაინაში.

თბილისი, 9 მარტი — Sputnik. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, 2017 წლის მონაცემებით, საქართველოდან 840 ათასი მიგრანტი ცხოვრობს. ასეთია ამერიკული ორგანიზაცია Pew Research Center-ის ვებ-გვერდზე განთავსებული მონაცემები.

ამ ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, საქართველოდან უმეტესობა ემიგრირებულია რუსეთში — 450 ათასი ადამიანი. მეორე ადგილზეა საბერძნეთი — 80 ათასი, ხოლო მესამეზე — უკრაინა — 70 ათასი.

შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის სახელმწიფო აეროპორტი - Sputnik საქართველო
ქართველი მიგრანტები სამშობლოში სულ უფრო ხშირად ბრუნდებიან

შემდეგ მოდიან აზერბაიჯანი — 50 ათასი და სომხეთი — 40 ათასი. საქართველოდან მიგრანტების რაოდენობით ქვეყნების ათეულშია ამერიკის შეერთებული შტატებიც — 30 ათასი.

გერმანიასა და კვიპროსზე 20-20 ათასი ქართველი მიგრანტი ცხოვრობს, ხოლო იტალიაში — 10 ათასი.

10 ათასზე ნაკლები მიგრანტია საქართველოდან ისრაელის, ბელარუსის, თურქეთის, საფრანგეთის, ავსტრიის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, დიდი ბრიტანეთის, კანადის, ბელგიის, ესტონეთის, შვედეთის, ლატვიის, პორტუგალიისა და ჩეხეთის ტერიტორიებზე.

ორგანიზაციის მონაცემებით, საქართველოდან 1 ათასზე ნაკლები მიგრანტია მოლდოვაში, შვეიცარიაში, ტაჯიკეთში, ავსტრიაში, ლიტვაში, ბელგიაში, ბულგარეთში, ჰოლანდიაში, პოლონეთში, ნორვეგიასა და სხვა ქვეყნებში.

ყველა ახალი ამბავი
0