ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში: ბოლო ცნობები

© Sputnik / STRINGERსასწრაფო სამედიცინო დახმარება
სასწრაფო სამედიცინო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
პირველადი ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა, თუმცა რაოდენობა გაცილებით მეტია.

თბილისი, 9 მარტი — Sputnik. ქუთაისში დღეს მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა გაცილებით მეტი აღმოჩნდა, ვიდრე აქამდე იყო ცნობილი, იუწყება ტელეკომპანია imedi.

წყალწითელას მიმდებარე ტერიტორიაზე ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეეჯახა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო რამდენიმე დაშავდა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა - Sputnik საქართველო
ერთი გარდაცვლილი და ექვსი დაშავებული - ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა

ტელეკომპანიის ინფორმაციით, ამ დროისთვის ქუთაისის ინტერვენციულ საავადმყოფოში 11 ადამიანია მოთავსებული, რომელთაგან ხუთი ბავშვია. 

როგორც კლინიკაში აცხადებენ, ორი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და ისინი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებიან, სამის კი სტაბილურია.

რაც შეეეხება დანარჩენ ექვს დაშავებულს, რომელთაგან ერთი ფეხმძიმეა, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობაც სტაბილურია.

რა გახდა ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სოცოცხლის მოსპობა (ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე).


ყველა ახალი ამბავი
0