ერთი გარდაცვლილი და ექვსი დაშავებული - ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაშავებულები ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს

თბილისი, 9 მარტი — Sputnik. ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქუთაისში, წყალწითელას  მიმდებარე ტერიტორიაზე.

წინასწარი  ინფორმაციით, ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა.

როგორც  „Sputnik-საქართველოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი  გარდაიცვალა, ხოლო ექსვი დაშავდა.

დაშავებულები ქუთაისის ინტერვენციულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ქუთაისის ინტერვენციულ საავადმყოფოში კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სოცოცხლის მოსპობა (ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე).

 

ყველა ახალი ამბავი
0