აიათოლა აშშ-ს არ ეპუება: ირანი ამერიკასთან მოლაპარაკებებს არ აპირებს

© photo: Sputnik / Sergei Guneev / გადასვლა მედიაბანკშიაიათოილა ჰამენეი
აიათოილა ჰამენეი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აიათოლა ჰამენეი აცხადებს, რომ ირანი შეერთებულ შტატებთან მხოლოდ მაშინ დაილაპარაკებს, „როდესაც აშშ-ში სამხედრო ყოფნას მოისურვებს“.

თბილისი, 8 მარტი — Sputnik. ირანის უმაღლესი სასულიერო ლიდერი აიათოლა ალი ჰამენეი აცხადებს, რომ ირანი არ აპირებს აშშ-სა და ევროპის ქვეყნებთან მოლაპარაკებების წარმოებას ახლო აღმოსავლეთში სამხედრო ყოფნის თაობაზე, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости აიათოლას საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაზე დაყრდნობით.

ირანის ისლამური რესპუბლიკის დამაარსებლის, აიათოლა ჰომეინის მავზოლეუმი თეირანში - Sputnik საქართველო
ბირთვული საფრთხე: ირანმა აშშ-ის ბრალდებას უპასუხა

„ევროპის ქვეყნები ამბობენ, რომ მოლაპარაკებები სურთ ირანთან მისი რეგიონში სამხედრო ყოფნის თაობაზე. რა თქვენი საქმეა? თქვენ რატომ ხართ აქ? ეს ჩვენი რეგიონია“, — ნათქვამია განცხადებაში.

ჰამენეი კითხვით მიმართავს ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ს, რატომ უნდა აწარმოოს მოლაპარაკებები მათთან და დასძენს, რომ შეერთებულ შტატებთან ირანი მხოლოდ მაშინ დაილაპარაკებს, „როდესაც აშშ-ში სამხედრო ყოფნას მოისურვებს“.

აღსანიშნავია, რომ მანამდე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ და საუდის არაბეთის პრინცმა მუჰამედ ბენ სალმანმა ხაზი გაუსვეს, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ირანის ქმედებებისთვის წინააღმდეგობის გაწევას, რომელიც დესტაბილიზაციას იწვევს რეგიონში.

ყველა ახალი ამბავი
0