ბირთვული საფრთხე: ირანმა აშშ-ის ბრალდებას უპასუხა

CC BY-SA 2.0 / Dan Lundberg / China_6399 Kashgar sRGBირანის ისლამური რესპუბლიკის დამაარსებლის, აიათოლა ჰომეინის მავზოლეუმი თეირანში
ირანის ისლამური რესპუბლიკის დამაარსებლის, აიათოლა ჰომეინის მავზოლეუმი თეირანში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მაიკ პენსმა ისრაელში ვიზიტით ყოფნისას განაცხადა, რომ ამერიკის ადმინისტრაცია არ მისცემს ირანს უფლებას, მიიღოს ბირთვული იარაღი და აღარ დაეთანხმება ირანის ატომურ პროგრამას.

თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. თეირანი არასდროს ისწრაფვოდა, ჰქონოდა ბირთვული იარაღი, განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ბაჰრამ ქასემიმ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის ბრალდებაზე პასუხად, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

ალი აქბარ სალეჰი - Sputnik საქართველო
აშშ ირანისგან მძიმე წყალს აღარ შეიძენს - ვის ექმნება პრობლემა

მაიკ პენსმა ისრაელში ვიზიტით ყოფნისას განაცხადა, რომ ამერიკის ადმინისტრაცია არ მისცემს ირანს უფლებას, მიიღოს ბირთვული იარაღი და აღარ დაეთანხმება ირანის ატომურ პროგრამას.

„ამ ამერიკელი ჩინოვნიკის სპეკულაციური და ეშმაკური სიტყვების მიუხედავად, ირანის ისლამური რესპუბლიკა არასდროს ისწრაფვოდა ბირთვული იარაღის მიღებისკენ“, — განუცხადა ქასემიმ Telegram-ს.

მისი თქმით, ირანის ატომთან დაკავშირებულმა შეთანხმებამ ფარდა ახადა „ამერიკელების მრავალწლიან სიცრუეს“.

ბაჰრამ ქასემიმ აღნიშნა, რომ აშშ-ის „გამუდმებული და უშედეგო ძალისხმევა“, შექმნას სპარსეთის ყურესა და ახლო აღმოსავლეთში „ხელოვნური და ცრუ საფრთხეები“, რეგიონში არასტაბილურობასა და „სიონისტური რეჟიმის“ გრძელვადიან მიზნებს ემსახურება. და ეს იმისთვის, რათა ისლამური ქვეყნების დაახლოებასა და ერთობას ხელი შეუშალოს.

ყველა ახალი ამბავი
0