ექსპერტები: ვიზები რუსეთსა და საქართველოს შორის ჰუმანიტარული პრობლემაა

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს საერტაშოეისო ბიომეტრიული პასპორტი
საქართველოს საერტაშოეისო ბიომეტრიული პასპორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ექსპერტი ნანა დევდარიანი მიიჩნევს, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის სავიზო რეჯიმის შერბილება პირდაპირ უკავშირდება პოლიტიკურ ნებას.

თბილისი, 7 მარტი — Sputnik. რუსეთსა და საქართველოს შორის სავიზო რეჯიმის შერბილების, მეტიც, გაუქმების საკითხი საკმაოდ აქტუალურია მოსახლეობისთვის, განუცხადეს „Sputnik-საქართველოს“ ქართველმა ექსპერტებმა.

დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ „Sputnik-საქართველოს“ შეკითხვაზე უპასუხა, რომ უწყება საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე მუშაობს.

„ეს საკითხი დიდი ხანია დგას. ზოგჯერ ადამიანები, როდესაც ეს მათ სჭირდებათ, რუსეთში დროულად მოხვედრას ვერ ახერხებენ. ძალიან რთულია ვიზის დროული მიღება, და ეს საკითხი სავიზო რეჟიმის შემოღების დროიდან აქტუალურია. რა თქმა უნდა, შერბილება შესაძლებელია, მაგრამ ეს პოლიტიკური ნების საკითხია“, — განაცხადა გლობალური კვლევების ქართული ცენტრის ხელმძღვანელმა ნანა დევდარიანმა.

მარია ზახაროვა - Sputnik საქართველო
ზახაროვამ განაცხადა, რომ რუსეთი მზად იყო საქართველოს ხანძრის ჩაქრობაში დახმარებოდა

მისი თქმით, „საქართველოსთან რუსეთის სავიზო რეჟიმის გამარტივების საკითხი — ჰუმანიტარული პრობლემაა, რომელიც უნდა გადაწყდეს“. 

სავიზო შეზღუდვების საბოლოო გაუქმება მოსალოდნელი არ არის, ხაზგასმით აღნიშნა ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა გულბაათ რცხილაძემ. ამის მიზეზია ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობა.

„რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თავის დროზე განაცხადა, რომ უცნაური იქნებოდა გაუქმებულიყო სავიზო შეზღუდვები სახელმწიფოსთან, რომელმაც დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა და მათ აღდგენას არ ცდილობს… თუ ამ მიმართულებით რაიმე ძვრები არსებობს, ეს ჯერჯერობით უცნობია“, — განუცხადა „Sputnik-საქართველის“ რცხილაძემ.

ამასთან მან აღნიშნა, რომ ასეთი გადაწყვეტილების აუცილებლობა ახლა ისევ ისე დგას, როგორც წლების წინ, და სავიზო რეჟიმის გაუქმება საქართველოსთვის აქტუალურობას არ კარგავს.

მოსკოვმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი 2000 წელს დააწესა.

2008 წელს საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა. 

2012 წლის დეკემბერში ოფიციალურმა თბილისმა რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების ცალმხრივი გაუქმების შესახებ განაცხადა. იმ დროიდან ქართული მხარე რუსეთის ხელისუფლებისგან საპასუხო მოქმედებას ელოდება.

2015 წლის დეკემბერში რუსეთმა საქართველოსთან გამარტივებული სავიზო რეჟიმი შემოიღო. ახალი წესების თანახმად, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც სამიგრაციო ორგანოებში გაფორმებული მიწვევა ექნება, შეუძლია მიიღოს ნებისმიერი ჯერადობის კერძო, საქმიანი, ჰუმანიტარული თუ სამუშაო ვიზა — გარდა ტურისტულისა. ამასთან, მიწვევა შესაძლებელია გაფორმდეს რუსეთის მოქალაქის მიერ, მიუხედავად ნათესაობის ხარისხისა.

პროცესის დაჩქარების მიზნით 2016 წლის თებერვალში შემოიღეს მიწვევის ახალი სახეობა — ელექტრონული ფორმა.

ყველა ახალი ამბავი
0