თბილისის ღამის განვითარების პროექტი იწყება: ხელმძღვანელი – ცნობილი მუსიკოსი

© Sputnik / Alexander Imedashviliღამის თბილისი
ღამის თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კალაძის განცხადებით, ღამის თბილისის განვითარება ახალი სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს.

თბილისი, 7 მარტი — Sputnik. თბილისის ღამის ეკონომიკის პროექტის განხორციელებით გარეუბნებიც განვითარდება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

ღამის თბილისის განვითარება კახა კალაძის წინასაარჩევნო დაპირება იყო და ღამის კულტურული ცხოვრების გამოცოცხლებასა და ქალაქის საგადასახადო შემოსავლების გაზრდას ისახავს მიზნად.

კალაძემ დედაქალაქის ღამის ეკონომიკის განვითარების კონცეფციის პროექტის ხელმძღვანელად სერგი გვარჯალაძე წარადგინა.

„პროექტს ყველასთვის კარგად ნაცნობი ტელეპროდიუსერი, მუსიკოსი და გამოცდილი მენეჯერი სერგი გვარჯალაძე ჩაუდგება სათავეში", – განაცხადა კალაძემ.

ავტობუსი - Sputnik საქართველო
თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ღამის საათებშიც იმოძრავებს

მერმა ღამის ეკონომიკის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს პროექტი თბილისის გარეუბნების განვითარებას შეუწყობს ხელს, ასევე შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები და განვითარდება მცირე და საშუალო ბიზნესი.

„კონცენტრაცია არ უნდა იყოს მხოლოდ ცენტრალურ რაიონებსა და უბნებზე. ამ პროექტის განხორციელების საშუალებით შეგვიძლია გარეუბნებში გავიდეთ და ისეთი ადგილები გავაცოცხლოთ, სადაც ჯერ კიდევ ისეთი მდგომარეობა არ არის, რომელიც თითოეულ ჩვენგანს გვინდა", — განაცხადა კახა კალაძემ.

სერგი გვარჯალაძე ქართველი ჟურნალისტი, პროდიუსერი, მუსიკოსი, ტელეწამყვანი და ამავე დროს ტელერეჟისორია. იგი ხელმძღვანელობს დამოუკიდებელ კომპანიას, რომელმაც საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხისა და Rustavi2-ისთვის რამდენიმე ქართული სატელევიზიო პროდუქტი („კომუნიკატორი", „ჯეო-პოპი", „ვაკანსია") დაამზადა. გვარჯალაძე ყველა ამ გადაცემის კონცეფციის ავტორი, წამყვანი და პროდიუსერი იყო.

ყველა ახალი ამბავი
0