ქართველი პარალიმპიელები სამხრეთ კორეაში გაემგზავრნენ

© Ministry of Culture and Sportპარალიმიელების გაცილება ფიონგჩანგის პარალიმპიურ თამაშებზე
პარალიმიელების გაცილება ფიონგჩანგის პარალიმპიურ თამაშებზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარალიმპიელები საქართველოდან ფიონგჩანგში სათხილამურო კროსში იასპარეზებენ

თბილისი, 6 მარტი — Sputnik. ქართველი პარალიმპიელების, თემურ დადიანისა და ნინო საბაშვილის სამხრეთ კორეის თამაშებზე გაცილების ცერემონია თბილისის პარაცენტრში გაიმართა.

საქართველო წელს ისტორიაში პირველად მიიღებს მონაწილეობას პარალიმიურ თამაშებში.

მოთხილამურეები ბაკურიანში - Sputnik საქართველო
ჩატარდება თუ არა საქართველოში ოლიმპიადა

„სასიხარულოა, რომ ისტორიაში პირველად მოგვიწევს ზამთრის პარალიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე გამოსვლა და ზოგადად, მოხარულები ვართ, რომ ამჯერად ზამთრის პარალიმპიური თამაშების დიდი ოჯახის წევრები გავხდით“, — განაცხადა პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა შალვა მაისურაძემ.

ორივე სპორტსმენი სათხილამური კროსში იასპარეზებს.

ქართული დელეგაციის შემადგენლობაში სულ 10 ადამიანი შევიდა. სამხრეთ კორეის პარალიმპიადაზე მონაწილეობას მიიღებს 48 ქვეყნის წარმომადგენელი, რომლებიც მედლების 80 კომპლექტს გაათამაშებენ, რაც 8 კომპლექტით მეტია, ვიდრე სოჭში გამართულ თამაშებზე იყო.

პარალიმპიადა ფიონგჩანგში 9 მარტს დაიწყება და 18 მარტამდე გაგრძელდება.


ყველა ახალი ამბავი
0