ჩატარდება თუ არა საქართველოში ოლიმპიადა

© courtesy of VN Production-Drone&Video Serviceმოთხილამურეები ბაკურიანში
მოთხილამურეები ბაკურიანში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ექსპერტების რეკომენდაციების საფუძველზე ზამთრის ოლომპიური თამაშებისთვის ერთ-ერთი სამთო-სათხილამური კურორტის მოსამზადებლად საქართველო სამოქმედო გეგმას შეიმუშავებს

თბილისი, 6 მარტი — Sputnik. საქართველოში ჩამოვიდა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (სოკ) ექსპერტთა ჯგუფი, რათა ქვეყანაში 2030 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩატარების პერსპექტივები შეაფასოს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, იუწყება მთავრობის პრესსამსახური.

იანვრის ბოლოს, შვეიცარიის ლოზანაში ვიზიტის დროს, კვირიკაშვილი სოკ-ის პრეზიდენტ ტომას ბახს ორგანიზაციის შტაბ-ბინაში შეხვდა. კვირიკაშვილმა და ბახმა ქვეყანაში ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩატარების პერსპექტივები განიხილეს და მიაღწიეს შეთანხმებას, საქართველოს სამთო-სათხილამური პოტენციალის შესაფასებლად სოკ-ის ექსპერტთა ჯგუფის ჩამოსვლის თაობაზე.

„დღეს საქართველოში ჩამოვიდა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ექსპერტთა ჯგუფი. ეს საექსპერტო ჯგუფი შეაფასებს მთის კურორტების დღევანდელ მდგომარეობას, დადებს სურათს, თუ რა მიმართულებებით გვინდა განვითარება და ამ შეფასებაზე დაყრდნობით, ჩვენ შევიმუშავებთ სამოქმედო გეგმას, მოვემზადებით ნაბიჯ-ნაბიჯ, რომ საქართველოში 2030 წლისთვის ჩატარდეს ზამთრის სპორტული ოლიმპიადა“, — განაცხადა კვირიკაშვილმა. 

სხდომაზე პრემიერმა სოკ-ის პრეზიდენტს სწრაფი რეაგირებისთის მადლობა გადაუხადა.

ოლიმპიური რგოლები - Sputnik საქართველო
საქართველო ზამთრის ოლიმპიური თამაშების მისაღებად მზადაა

„2030 წელს საქართველოში ზამთრის სპორტული ოლიმპიადის ჩატარება არის უდიდესი პერსპექტივა მთელი ქვეყნისთვის. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ექსპერტთა ჯგუფი შეაფასებს სამთო-სათხილამურო კურორტებს და დაიდება იმ მიმართულებების ანალიზი, სადაც ჩვენ გვმართებს მეტი ყურადღების კონცენტრირება, მეტი რესურსის დახარჯვა,“ — აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

ზამთრის ოლიმპიადა ფიონგჩანგში 9-25 თებერვალს გაიმართა. საქართველოს ოთხი სპორტსმენი წარმოადგენდა — მოციგავე გიოეგი საღოიანი (32-ე ადგილი), მოთხილამურეები ნინო წიკლაური (39-ე ადგილი სლალომში და 46-ე გიგანტურ სლალომში) და იასონ აბრამიშვილი (28-ე ადგილი სლალომში), ასევე მოციგურავე მორის ყვითელაშვილი (24-ე ადგილი).

ფიონგჩანგის ოლიმპიადაზე მედლების არაოფიციალურ ჩათვლაში ნორვეგიამ გაიმარჯვა — 14 ოქრო, 14 ვერცხლი და 11 ბრინჯაო. 


ყველა ახალი ამბავი
0