სვანეთში ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გრძელდება

© Photo: сourtesy of Elizabeth Joudroსვანეთი ზამთარში
სვანეთი ზამთარში - Sputnik საქართველო
გამოწერა
სვანეთის მოსახლეობა მათთან სადგურის მშენებლობის პროექტის შეთანხმებას მოითხოვს

თბილისი, 5 მარტი — Sputnik. მესტიის მოსახლეობა რაიონში ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას აგრძელებს, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“ (Imedi).

სვანეთში საპროტესტო აქციები 2015 წლიდან პერმანენტულად მას შემდეგ იმართება, რაც ცნობილი გახდა, რომ რაიონში 50-მდე ჰესის მშენებლობა იგეგმება, მათ შორის 280 მეგავატის სიმძლავრის „ნენსკრა ჰესის“. 

მესტია - Sputnik საქართველო
მესტიაში ჰესების მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს

„არ ვაპირებთ არცერთი ფართომასშტაბიანი ჰესის მშენებლობის ნებართვის მიცემას, და ჩვენ ვერავინ შეგვაშინებს“, — განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ბექა ჯაფარიძემ.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ სვანეთში არ დაუშვებენ არცერთ პროექტს, რომელიც ბუნებასა და მოსახლეობის სიცოცხლეს ზიანს მოუტანს.

„ნენსკრა ჰესის“ მსენებლობის პროექტს სს „საპარტნიორო ფონდი“ კორეის კომპანია Kwater-თან ერთად ახორციელებს. მშენებლობის დაწყება 2018 წელს იგეგმება.

„ნენსკრა ჰესი“ ყოველწლიურად 1,2 მილიარდ კვტ/სთ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. სადგური ენერგიის გამომუშავებას 2019 წლიდან დაიწყებს, ხოლო პროექტი სრულად 2021 წელს დასრულდება.


ყველა ახალი ამბავი
0