ქართველმა წყალბურთელებმა ისრაელის გუნდი დაამარცხეს

გამოწერა
საქართველოს ნაკრები საკუთარი პოზიციების გაუმჯობესებას ბარსელონაში ევროპის ჩემპიონატზე ეცდება.

თბილისი, 5 მარტი — Sputnik. საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ნეთანიაში ისრაელის ნაკრები დაამარცხა ანგარიშით 11:10 და ზედიზედ მესამედ მოიპოვა ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობის უფლება, ნათქვამია ევროპის საწყლოსნო ლიგის (LEN) ვებ-გვერდზე.

წყალბურთი - Sputnik საქართველო
ქართველი წყალბურთელები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებენ

გამარჯვებულ გუნდში ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გახდა მიხეილ ბაღათურია, რომელმაც მეტოქის კარში სამი ბურთი გაიტანა. საკუთარ აქტივში 2-2 ბურთი მიითვალეს რევაზ იმნაიშვილმა, ანდრია ბითაძემ და გიორგი მაგრაქველიძემ.

ფლეი-ოფის პირველ მატჩში, რომელიც თბილისში თებერვლის ბოლოს ჩატარდა, საქართველოს ნაკრებმა ისრაელის გუნდი ანგარიშით 12:1 დაამარცხა.

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები კონტინენტის პირველობაზე მესამედ მიიღებს მონაწილეობას. 2014 წელს ბუდაპეშტში, როდესაც გუნდს დებიუტი ჰქონდა ტურნირზე, ქართველმა წყალბურთელებმა ყველა მატჩი წააგეს და ბოლო მე-12 ადგილი დაიკავეს. ორი წლის შემდეგ ბელგრადში მონაწილე ქვეყნების რაოდენობა 16-მდე გაიზარდა და საქართველოს ნაკრებმა მე-14 ადგილი დაიკავა.

წყალბურთელ ვაჟთა ევროპის ჩემპიონატს 14-28 ივლისს ბარსელონა უმასპინძლებს. ტურნირის კენჭისყრა კატალონიაში 7 მარტს გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0