თბილისი, 16 მაისი — Sputnik. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები წყალბურთში (U-17) ევროპის ჩემპიონატზე გავიდა, რომელიც მიმდინარე წლის სექტემბერში მალტაზე გაიმართება, აღნიშნულია საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
ეს მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც რევაზ ჩომახიძის გუნდმა თბილისში შესარჩევ რაუნდში გაიმარჯვა.
ახალგაზრდა წყალბურთელებმა 100-პროცენტიანი შედეგი აჩვენეს — ჯგუფში ოთხივე მატჩი მოიგეს: შვეიცარიას სძლიეს ანგარიშით 10:3, კვიპროსს — 26:4, საფრანგეთს — 7:1, ჩეხეთს — 10:3.
ევროპის ჩემპიონატი U-17 მალტაზე მიმდინარე წლის 10-17 სექტემბერს გაიმართება.