ლანჩხუთი-აცანის დამაკავშირებელ გზაზე მეწყერი ჩამოწვა

© Lanchkhuti Municipality City Hallლანჩხუთი-აცანის დამაკავშირებელ გზაზე ჩამოწოლილი მეწყერი
ლანჩხუთი-აცანის დამაკავშირებელ გზაზე ჩამოწოლილი მეწყერი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი დამეწყრილ მონაკვეთებზე გაწმენდით სამუშაოებს აწარმოებს.

თბილისი, 5 მარტი — Sputnik. ლანჩხუთი-აცანის დამაკავშირებელ გზაზე მეწყერი ჩამოწვა, განუცხადა „Sputnik-საქართველოს” კორესპონდენტს  ლანჩხუთის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა.

ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგები - Sputnik საქართველო
უამინდობა გურიაში - ათობით სახლი სახურავის გარეშე დარჩა

„დაახლოებით ორი საათის წინ, ლანჩხუთი-აცანის დამაკავშირებელ გზაზე მეწყერი ჩამოწვა. ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.  ჩვენ ყველა ზომას მივმართავთ იმისათვის, რომ გზა უახლოეს პერიოდში გაიწმინდოს და მოძრაობა დროულად აღდგეს“, — განაცხადა სარიშვილმა.

© FB / Lanchkhuti Municipality City Hallლანჩხუთი-აცანის დამაკავშირებელ გზაზე ჩამოწოლილი მეწყერი
ლანჩხუთი-აცანის დამაკავშირებელ გზაზე ჩამოწოლილი მეწყერი - Sputnik საქართველო
ლანჩხუთი-აცანის დამაკავშირებელ გზაზე ჩამოწოლილი მეწყერი

დასავლეთ საქართველოში ამინდი 3 მარტს გაუარესდა. ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად განსაკუთრებით დაზარალდა გურიის სოფლები. ძლიერმა ქარმა ასევე პრობლემები შექმნა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტშიც, სადაც 40-მდე სახლი დააზიანა.


ყველა ახალი ამბავი
0